FCI.ge
FCI.ge
კლაინი ლივერპულში გადადის |
როგორც ჩანს, ახალგაზრდა ინგლისელი მარჯვენა მცველი ნათანიელ კლაინი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს.
"წმინდანებმა" ერთხელ უკვე გაისტუმრეს უარით მერსესაიდული გრანდი, რომელიც დიდი ხანია ცდილობს კალინის გადაბირებას, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კლუბს 15 მილიონი ევროს მიღება სურდა.
"Sky sports"-ს ინფორმაციით, ლივერპულელებმა მოახერხეს ალტერნატიული მეთოდის მოძებნა: "საუთჰემპტონი" 12,5 მილიონ ევროს მიიღებს და შემდეგ 2,5 მილიონს ნათანიელის წარმატების შემთხვევაში.
კლაინის კონტრაქტი "წმინდანებთან" მომავალ წელს იწურება, ამიტომ კლუბი იძულებულია გაყიდოს ინგლისელი დამცველი. თანაც, გუნდმა უკვე იპოვნა მარჯვენა მცველი სედრიკ სოარეშის სახით.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.