FCI.ge
FCI.ge
იმობილე: ნაპოლიში თამაში მსურს |
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ნაპოლიში" თამაში სურს.
"დორტმუნდის "ბორუსიას" გამოცდილება წარუმატებელი გამოდგა, ის ჩემზე არ აისახა დადებითად. ასეთ დროს, ადაპტაცია, განსაკუთრებით გერმანიის ჩემპიონატში, ძალიან მნიშვნელოვანია.
დავბრუნდები თუ არა იტალიაში? არასოდეს დამიმალავს, რომ "ნაპოლიში" თამაში მსურს. ამის შესახებ უკვე რამდენიმეჯერ ავღნიშნე.
თუმცა, არსებობს მოლაპარაკებები და კონტრაქტები, რომლებიც უნდა დავიცვათ. "ნაპოლიში" ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, დიდი კონკურენციაა, მაგრამ ეს ნორმალურია, ნეაპოლელ ფეხბურთელს სწორედ საკუთარი კლუბის ღირსების დაცვა სურს", - განაცხადა ჩირომ.
ბუნდესლიგის გასულ სეზონში, ჩირო იმობილემ 24 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამი გოლი შეაგდო.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.