FCI.ge
FCI.ge
სამპდორიამ დე სილვესტრი გამოისყიდა |
უნივერსალური იტალიელი მცველი ლორენცო დე სილვესტრი "სამპდორიას" სრულფასოვანი წევრი გახდა.
27 წლის მოთამაშე აქამდე ორი კლუბის: "ფიორენტინას" და "სამპდორიას" კუთვნილება იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ გენუური კლუბის ფეხბურთელია.
"ჯენაოს" ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ გამოისყიდა ლორენცოს კონტრაქტის ნახევარი, რომელმაც 2014/15 წლების სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ დე სილვესტერი გამოტოვებს ახალი სეზონის პირვენ ნაწილს, რადგან იტალიის ნაკრებში თამაშის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო და მინიმუმ ექვს თვეს გამოტოვებს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.