FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ცხინვალმა ბოტოშანს გაუძლო

2-07-2015
4 კომენტარი

დასრულდა ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩი ქართული კლუბის მონაწილეობით და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

 

აღსანიშნავია, რომ ერთმანეთს ევროტურნირების ორი დებიუტანტი: რუმინული "ბოტოშანი" და ცხინვალის "ცხინვალი" უპირისპირდებოდნენ, ფავორიტად მაინც რუმინელები სახელდებოდნენ.

 

მატჩის საწყისი წუთები მასპინძების უპირატესობით მიმდინარეობდა, "ცხინვალი" ძალიან უკან იდგა და უამრავ შეცდომას უშვებდა დაცვაში. შედეგად, 21-ე წუთზე ივანოვიჩმა გახსნა ანგარიში და პირველი ნახევარი ასე დასრულდა. შესვენების შემდეგ, საბედნიეროდ შეიცვალა სურათი და ჩვენებმა ნიკოლოზ კაჭარავას გოლით აღადგინეს წონასწორობა, რომელმაც მეკარის შეცდომით ისარგებლა.

 

კახა კაჭარავამ სწორი დარიგებები მისცა ბიჭებს გასახდელში, რომელთაც გაცილებით უკეთ დაიწყეს მოქმედება უკანა ხაზზე და მომენტები "ბოტოშანს" ბევრი აღარ ჰქონდა. რუმინელები დომინირებდნენ, ჰქონდათ კოლოსალური უპირატესობა, მაგრამ გაცილებით ნაკლები მომენტი, ვიდრე პირველ ტაიმში. გარდა ამისა, საუკეთესო იყო "ცხინვალის" კაპიტანი გიორგი ნადირაძე, რომელმაც არაერთი ფანტასტიკური სეივი განახორციელა. საბოლოოდ, გავძელით, გაგვიმართლა და ფრედ 1:1, ეს ანგარიში უდავოდ "ცხინვალს" აწყობს.

 

სამივე ქართული კლუბი, საპასუხო შეხვედრას 7 ივლისს ჩაატარებს, "ცხინვალი" საკუთარ თამაშს თბილისში გამართავს.

https://fci.ge/uploads/posts/2015-07/1435863545_1435631107.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi