FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ქართველები ევროპის ლიგას დაემშვიდობნენ

9-07-2015
11 კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის წინ ყველანი პოზიტიურად ვიყავით განწყობილნი და გვქონდა ძალიან დიდი იმედები, რამდენიმე წუთის წინ ყველაფერი წყალში ჩაიყარა და ნათელი წუთები ბნელმა შეცვალა.

 

თბილისის "დინამომ", რომელიც ფავორიტი ჩანდა აზერდბაიჯანული "გაბალას" წინააღმდეგ, საკმაოდ უსუსური თამაში აჩვენა და საბოლოოდ ვეღარ გაძლო. თბილისში პაპუნაშვილის გმირობით მოგებული მატჩის შემდეგ, გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ კაპიტნის გაძევებამ გააუარესა სიტუაცია, რომელიც თავიდანვე არ იყო იდეალური. ბოლო ოცი წუთი "გაბალამ" დაჯაბნა "დინამო" და ჩვენმა ლეგიონერმა ვეღარ გამოაძრო ორი ბურთი, რომლის აღებაც შეუძლებელი იყო, მანამდე კი არაერთხელ გადავრჩით სასწაულებრივ. აღსანიშნავია, რომ ქვილითაიამ გოლი გაიტანა ჯერ კიდევ 0:0-ზე, მაგრამ ეს აშკარად ხელით გააკეთა. სამწუხაროა, რომ თოთაძემ გაწირა გუნდი, მაგრამ გეგუჩაძის კოლექტივმა აშკარად ვერ აჩვენა სათანადო დონის ფეხბურთი, თბილისელები შინ მიდიან.

 

თბილისისგან განსხვავებით, ბათუმელმა "დინამოელებმა" საკმაოდ ღირსეულად იასპარეზეს და ყველაფერი გააკეთეს. ნიქოზიის "ომონია" საკმაოდ სერიოზული კლუბია კვიპროსში, რომელიც ზესტაფონში 1:0 დავამარცხეთ და სტუმრადაც კარგად ვიბრძოლეთ. პირველი ტაიმი "ომონიას" არ გამოუვიდა და ეს ბათუმელების დამსახურება იყო. მეორე ტაიმში კი 55-ე წუთზე ტეტუნაშვილი გააძევეს, რასაც პენალტი მოჰყვა - ეს გარდამტეხი ეპიზოდი იყო. პენალტი ალავიძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გოულონმა შეაგდო. დარჩენილ დროში კვიპროსელები უტევდნენ და საწადელს მიაღწიეს - შემბრიმ მალევე გაიტანა მეორე გოლი და "დინამომ" 0:2 წააგო, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგად შეგვიძლია შევაფასოთ ამ გუნდის დაბრუნება საქართველს უმაღლეს ჩემპიონატში.

 

აგრეთვე ღირსეულად იასპარეზა ცხინვალის "ცხინვალმა", რომელმაც რუმინეთში სასწაული მოახდინა და ფრედ 1:1 ითამაშა "ბოტოშანთან". თუმცა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, თავიდანვე ცუდად დაიწყო ყველაფერი, რადგან უკვე დებიუტში გახსნა ანგარიში რომანმა. პირველი ტაიმის ბოლოს კი ჩვენები ათი კაცით დარჩნენ, მოედნიდან კაჭარავა გააგდეს. მეორე ნახევარი რუმინელების იყო, რომელთაც რომანის დახმარებით მეორე გოლი შეაგდეს, შემდეგ კილასონიამ პენალტით გაქვითა ერთი ბურთი, მაგრამ "ბოტოშანმა" მალევე მესამეც შეაგდო და 3:1 მოიგო. "ცხინვალს" რაც შეეძლო ის გააკეთა, მაგრამ თავს ზემოთ არ არის ძალები, გუნდი არ შერცვა, რაც დასაფასებელია.

 

ძალიან სამწუხაროა, რომ სამივე ქართული კლუბის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი - უდისციპლინობაა, ნუ დავაბრალებთ მსაჯებს, რადგან ამდენი წითელი ბარათი უბრალოდ მეტისმეტია, მაგრამ სხვა რა გზაა, კვლავ უნდა მოვითმინოთ, გადავიტანოთ მორიგი მტკივნეული მარცხები და ვიცხოვროთ იმედით.

https://fci.ge/uploads/posts/2015-07/1436465594_bkf_1248.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi