FCI.ge
FCI.ge
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ვან გაალთან ურთიერთობა რთულია |
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომავალი უკვე დიდი ხნის განხილვის თემაა. ბოლს გავრცელებული ინფორმაციით ის შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩნდეს. ადრე, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის სრულად ენდობა მის აგენტს მინო რაიოლას და დარწმუნებული, რომ ის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს.
დღეს, იბრაჰიმოვიჩი აცხადეს, რომ მას კვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გალთან, რომელთანაც ის „აიაქსში“ ყოფნისას თანამშრომლობდა. ვან გალი 2003-2005 წლებში „აიაქსის“ ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა და იბრაჰიმოვიჩი გაყიდა. ვანგ ალი თვლიდა, რომ ფეხბურთელი გუნდში დაძაბულობას ქმნიდა. 2013 წელს ზლატანმა გამოსცა ავტობიოგრაფია „მე - ზლატანი“, სადაც ის ლუი ვნა გალს არც თუ ისე კარგად ახასიათებს.
ჟურნალისტებმა იბრაჰიმოვიჩის ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა დაძაბული ურთიერთობა ვან გალთან, თუ ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდოდა:
„ურთიერთობა რა თქმა უნდა რთული იქნება. ჩვენ ერთად ვმუშაობდით „აიაქსში“ და ვერ შევეწყვეთ. ალბათ, სხვადასხვა შეხედულება გვაქვს იამზე, თუ რა არის სამუშაო. სხვა მხრივ, ჩვენ პროფესიონალები ვართ. მას სამუშაო სჭირდება, ისევე როგორც მე. შეგვიძლია ბრძოლა, ერთმანეთის კრიტიკა, მაგრამ მე ეს ყოველთვის მომწონდა“,- აცხადებს ზლატანი.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.