FCI.ge
FCI.ge
ოტამენდიმ ვალენსიას ხელმძღვანელობას სთხოვა, რაც შეიძლება ჩქარა გაყიდონ |
„ვალენსიას“ მცველი ნიკოლას ოტამენდი არ მალავს, რომ ინგლისურ პრემიერ ლიგაში სურს თამაში. 27 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ გუნდის დატოვებას რაც შეიძლება მალე მოახერხებს, რადგან სამ კვირაში ტურნირები სტარტს იღებენ. „ღამურების“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის სურვილების შესახებ ყველაფერი იცის.
შეგახსენებთ, რომ ოტამენდისთვის „მანჩესტერი იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ იბრძვიან. თავიდან ჩანდა, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ თითქმის მოიგეს ფეხბურთელისთვის ბრძოლა, თუმცა ადგილობრივი მედია ფავორიტად „სიტის“ ასახლებს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.