FCI.ge
FCI.ge
მანჩინი: მილანური კლუბები სკუდეტოსთვის იბრძოლებენ |
დღეს გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ორ წამყვან მილანურ კლუბს შორს. „ინტერი“ და „მილანი“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ეცდებიან გულშემატკივრებს კარგი ფეხბურთი აჩვენონ. მატჩის წინ „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ ახალ სეზონში მილანური კლუბები სკუდეტოსთვის იბრძოლებენ. ვფიქრობ, რომ მწვერვალზე დაბრუნების დროა. მიხაილოვიჩი ჩემი ერთ-ერთი ყველზე დიდი ფეხბურთის მეგობარია. მსურს მასთან დერბიში შეხვედრა, რაც შეიძლება მალე.“,- განაცხადა მანჩინიმ
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.