FCI.ge
FCI.ge
ბართომეუ: ვან გალს შეუძლია მაქსიმალური შედეგი მიიღოს თითოეული ფეხბურთელისგან |
დღეს საღამოს, ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდებიან. თამაშის წინ ჟურნალისტებთან კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად ჭკვიანი ლუი ვან გალი. ეს არის ძალიან კარგი მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია მაქსიმალური შედეგი მიიღოს თითოეული ფეხბურთელისგან. ვფიქრობ, ახალ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება“,- განაცხადა ბართომეუმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.