FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

დღეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრა გაიმართება

25-07-2015
5 კომენტარი

დღეს, 19 საათზე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრა გაიმართება.

 

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე კონტინენტების მიხედვით ადგილები ასეა განაწილებული:

ევროპა – 13 ადგილი

აფრიკა – 5 ადგილი

სამხრეთ ამერიკა (კონმებოლი) – 4.5 ადგილი

აზია – 4.5 ადგილი

ჩრდილო და ცენტრალური ამერიკა (კონკაკაფი) – 3.5 ადგილი

ოკეანეთი – 0.5 ადგილი

 

კალათები:

პირველი კალათა: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, ესპანეთი, უელსი, ხორვატია;

 

მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია;

 

მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდილო ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი;

 

მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერები, ჩერნოგორია, ესტონეთი;

 

მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელარუსი, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა;

 

მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.

 

შედგება ცხრა ჯგუფი, საიდანაც შვიდი ექვსგუნდიანი იქნება, ორი ხუთგუნდიანი. ცნობილია, რომ ჩვენი ნაკრები ექვსგუნდიან ჯგუფში მოხვდება, რადგან ხუთგუნდიანებში მეექვსე კალათის ბინადრები არ იქნებიან.

 

ჯგუფების გამარჯვებულები ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მიიღებენ, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში დაწყვილდება და ბოლო ოთხი ვაკანტური საგზურიც ამგვარად გათამაშდება. ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპი 2016 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 14 ნოემბერს დასრულდება.

 

სხვა კონტინენტები

მუნდიალის შესარჩევი სისტემა სხვა კონტინენტებზე ასეთია:

აფრიკაში შესარჩევი ტურნირი რამდენიმე ეტაპად ტარდება. საბოლოოდ, გამოვლინდება 20 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფად დაიყოფიან და ჯგუფების გამარჯვებულები რუსეთში გაემგზავრებიან;

სამხრეთ ამერიკაში ყველაზე მარტივი წესია – ათი გუნდი ერთ ჯგუფად, ორ წრედ ითამაშებს და ოთხი საუკეთესო პირდაპირ მოხვდება მუნდიალზე, მეხუთეადგილოსანი კი სხვა კონტინენტის წარმომადგენელს პლეი ოფში შეერკინება;

აზიასა და კონკაკაფში, აფრიკის მსგავსად, შესარჩევი ტურნირი რამდენიმერაუნდიანია. ოთხი საუკეთესო აზიიდან და სამიც ამერიკიდან მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებს, აზიის მეხუთე და ამერიკის მეოთხე გუნდი კი ინტერკონტინენტურ პლეი ოფში ითამაშებენ. შეგახსენებთ, უკვე საკმაო ხანია, ავსტრალია აზიის კონფედერაციაშია გადასული.

ოკეანეთს მხოლოდ ნახევარი საგზური აქვს გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონის საუკეთესო გუნდს რუსეთში გამგზავრების უფლებისთვის ბრძოლა სხვა კონტინენტის წარმომადგენელთან მოუწევს.

სანკტ-პეტერბურგში წილისყრა იმასაც გაარკვევს, საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში რომელი კონტინენტის წარმომადგენელი რომლისას დაუპირისპირდება.

 

2018 წლის მუნდიალი 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება. მასპინძელი ქალაქების ჩამონათვალი კი ასეთია:

მოსკოვი  - "ლუჟნიკი" (81 000 მაყურებელი) და "ოტკრიტიე არენა" (44 929)

სანკტ-პეტერბურგი - "ზენიტ არენა" (66 881)

კალინინგრადი – "კალინინგრადი" (35 000)

ყაზანი - "ყაზან არენა" (45 105)

ნიჟნი ნოვგოროდი – "სტრელკა" (44 899)

სამარა - "კოსმოს არენა" (44 918)

ვოლგოგრადი – "ცენტრალნი" (45 015)

სარანსკი - "მორდოვია-არენა" (45 015)

როსტოვი – "ლავბერდონ არენა" (43 702)

სოჭი – ოლიმპიური სტადიონი (47 659)

ეკატერინბურგი – "ცენტრალნი" (35 000)

 

https://fci.ge/uploads/posts/2015-07/1437816959_fifa-world-cup-2018.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi