FCI.ge
FCI.ge
კარვახალი: დანილოს მოსვლამ მოტივაცია ამიმაღლა |
მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი გამოტყდა, რომ დანილოს სახით სერიოზულ კონკურენტს ხედავს.
ბრაზილიელი მარჯვენა მცველი "სამეფო კლუბმა" 32 მილიონ ევროდ შეიძინა "პორტოდან" და ახლა ის და კარვახალი იბრძვიან ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად.
"დანილოს მოსვლა - კიდევ ერთი გამოწვევაა ჩემთვის. ამან მოტივაცია ამიმაღლა და მინდა, რომ ყოველდღიურად გავუმჯობესდე. დანილო - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.
ის კარგი ბიჭია, ძალიან მხიარული. დანილო უდიდეს ნიჭს ფლობს და სწორედ ამიტომ იყიდა "რეალმა". იმედი მაქვს, რომ ჩვენი კონკურენცია გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმარება", - განაცხადა ესპანელმა მოთამაშემ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.