FCI.ge
FCI.ge
ვენგერი: ეს გადამწყვეტი სეზონი იქნება უილშირისთვის |
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აცხადებს, რომ მომავალი სეზონი გადამწყვეტი იქნება გუნდის ახალგაზრდა, ნიჭიერი საყრდენისთვის.
გარდა ამისა, ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი გამოტყდა, რომ 23 წლის ჯეკ უილშირის გამოყენებას შემქმნელად აპირებს.
"ეს იქნება გადამწყვეტი სეზონი ჯეკ უილშირისთვის. იმედი მაქვს, რომ ის ყოველგვარი პრობლემებისა და ტრავმების გარეშე ჩაატარებს კამპანიას, რადგან შეუძლია დაეხმაროს "არსენალს" უნიკალური სეზონის ჩატარებაში.
ვფიქრობ, უილშირი პირველ რიგში მომენტების შექმნით იქნება დაკავებული - ფლანგზე ან მოედნის ცენტრში. ჩემთვის, ჯეკი - მოედნის ბოლო ნაწილის მოთამაშეა", - განაცხადა ვენგერმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.