FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ბაკა: რონალდოს ვგავარ

25-07-2015
5 კომენტარი

"მილანის" კოლუმბიელი თავდამსხმელი კარლოს ბაკა მიიჩნევს, რომ თამაშის სტილით, ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელს, რონალდოს ჰგავს.

 

"საკუთარ თავს რონალდოს ვამსგავსებ. რადგან "მილანმა" ამდენი თანხა გადაიხადა ჩემს სანაცვლოდ, ეს იმის დასტურია, რომ კლუბს სჯერა ჩემი. თუმცა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ძალიან რთული იყო "სევილიას" დატოვება.

 

"ინტერი" და "იუვენტუსი" ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ მხოლოდ ისინი არ იქნებიან ჩვენი კონკურენტები. სერია ა-ს მთავარი ხიბლი ის არის, რომ ბევრი კონკურენტუნარიანი კოლექტივია.

 

"მილანის" ახალი პროექტის ამბიციები მომეწონა. კლუბს სკუდეტოსთვის ბრძოლა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება სურს. "მილანში", პრეზიდენტით დაწყებული, ყველას მოგების სურვილი კლავს, რაც მომწონს.

 

გარდა ამისა, ეს კლუბი არის მეორე ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული თასების რაოდენობით, რის გამოც მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფასებენ.

 

ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო, რათა ჩემმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ყოველთვის მიყვარდა ეს კლუბი, როდესაც ბავშვი ვიყავი, ტელევიზორით ხშირად ვადევნებდი თვალს "მილანის" თამაშებს", - განაცხადა ბაკამ.

https://fci.ge/uploads/posts/2015-07/1437819452_276767.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi