FCI.ge
FCI.ge
პლატინი: მინდა 30 წლით ახალგაზრდა ვიყო, რათა მუნდიალზე ვითამაშო |
უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, რომელიც დღეს დილით ჩაფრინდა სანკტ-პეტერბურგში, ისაუბრა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე.
მოგეხსენებათ, რომ 2018 წლის მუნდიალი რუსეთში გაიმართება და შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა დღეს გაიმართება.
"მინდა, რომ 30 წლის ახალგაზრდა ვიყო, რათა გავიარო საკვალიფიკაციო მატჩები და ვითამაშო მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში.
მოვუწოდებ გუნდებს, რომ სიამოვნებით ითამაშონ. გვაჩუქეთ დაუვიწყარი ემოციები, გვაოცნებეთ!", - განაცხადა ლეგენდარულმა ფრანგმა.
შეგახსენებთ, რომ მიშელ პლატინის არასოდეს მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი. 1984 წელს ის ევროპის ჩემპიონი გახდა, ორ წელიწადში მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა მუნდიალზე, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.