FCI.ge
FCI.ge
მანჩესტერ იუნაიტედს სურს, რომ რამოსმა საჯაროდ გამოთქვას «ოლდ ტრაფორდზე» გადასვლის სურვილი |
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ჯერჯერობით უარს ამბობს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სერხიო რამოსის ტრანსფერი განიხილოს. „წითელი ეშმაკები“ დარწმუნებული არიან, რომ სერხიოს კლუბის შეცვლა უნდა და სურთ, რომ ამის შესახებ მან პრეს-კონფერენციაზე განაცხადოს. თუ ეს ასე მოხდება მოთამაშისთვის ხელის შეშლა დიდი სისულელე იქნება.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ რამდენჯერმე შეეცადა რამოსთან ხელმოწერას. ინგლისელები ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიდნენ, სურდათ გარიგებაში დავი დე ხეას ჩართვაც, თუმცა ყველა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლამ შედეგი გამოიღოს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.