FCI.ge
FCI.ge
დრაქსლერი იუვენტუსთან შეთანხმდა |
„შალკეს“ ნახევარმცველ დრაქსლერის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი „იუვენტუსს“ პირადი კონტრასტის დეტალებზე შეუთანხმდა. 21 წლის ნახევარმცველის ხელფასი წელიწადში 3,7 მილიონი ევრო იქნება და ამას ბონუსებიც დაემატება.
„ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც მხოლოდ „შალკე“ და „იუვენტუსი“ უნდა შეთანხმდნენ. დაველოდოთ მოლაპარაკების შედეგებს“,- განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა როჯერ უიტმენმა.
ფეხბურთელს „შალკესთან“ კონტრაქტი 2018 წელს ეწურება. კონპენსაციის თანხა 45 მილიონი ევროა, თუმცა „იუვენტუს“ იმედი აქვს ტრანსფერის თანხას 25 მილიონ ევრომდე შეამცირებს. „შალკე“ ფეხბურთელის გაყიდვით მინიმუმ 35 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.