FCI.ge
FCI.ge
კომპანი: სიტიმ ღიად განაცხადა მისი განზრახვების შესახებ და გამარჯვებას განაგრძობს |
„მანჩესტერ სიტის“ მცველი ვენსან კომპანი „ჩელსისთან“ მოპოვებულ გამარჯვებაზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ინგლისი პრემიერ ლიგის მეორე ტურში „სიტიმ“ 3:0 დაამარცხა „ჩელსი“.
„ამჯერად მოწინააღმდეგესთან ის შეცდომები არ დაგვიშვია, რაც გასულ სეზონში. გვჯეროდა საკუთარი ძალების და სწორად ვმოქმედებდით. გასულ სეზონში ძლიერი გამოსვლები გვქონდა. უსამართლო იქნება ვთქვათ, რომ მთელი სეზონი ცუდად ჩავატარეთ, თუმცა იყო იმედგაცრუებებიც.
ახალ, როდესაც ჩვენს მატჩებს 55 ათასი გულშემატკივარი ესწრება, საჭიროა სახლში კარგი თამაში. დღეს გავიმარჯვეთ - შესანიშნავი ანგარიშით. ღიად განვაცადეთ ჩვენი განზრახვების შესახებ და მომდევნო მატჩებში მოგებას გავაგრძელებთ.
როგორც ჩანს, ბევრ რამეს ვსწავლობ აგუეროსგან. თუმცა მე მცველი ვარ და გოლებით არ ვამაყობ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ორი შეხვედრაში კარი მშრალად შევინახეთ. ჩემი მიზანი სწორედ რომ კარის დაცვაა “,-განაცხადა კომპანიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.