FCI.ge
FCI.ge
ოფიციალურად: სერხიო რამოსმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა |
სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, ამ ინფორმაციას კლუბის ოფიცალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
რამდენიმ წუთში გაიმართება სპეციალური პრეს-კონფერენცია, სადაც ყველა დეტალი ცნობილი გახდება. შეთანხმება ხუთ წელზეა გათვლილი.
ცერემონიას დაესწრება რამოსი ოჯახი, „რეალის“ დირექტორთა საბჭო და ასევე ფლორენტინო პერესი. ეს კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული პრეს-კონფერენცია იმართება.
შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულებები გახანგრძლივეს: რაფაელ ვარანმა, კარიმ ბენზემამ, მარსელომ და კარვახალმა, თუმცა ყველა ამ შემთხვევაში ინფომრაცია მოკრძალებულად მხოლოდ კლუბის საიტზე გავრცელდა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.