FCI.ge
FCI.ge
ბენიტესი: ბენზემა ახალ სეზონში მინიმუმ 25 გოლს გაიტანს |
ამ ზაფხულს ბევრი ჭორი ვრცელდებოდა ბენზემას შესაძლო წასვლასთან დაკვშირებით, თუმცა თავდამსხმელი კვლავ „რეალში“ თამაშს განაგრძობს. გარდა ამისა, „სამეფო კლუბის“ მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ნათელი გახადა, რომ ფრანგზე დიდ იმედებს ამყარებს. ბენიტესი დარწმუნებულია, რომ ბენზემა „ლა ლიგაში“ მინიმუმ 25 ბურთს გაიტანს.
„მე მჯერა ბენზემას შესაძლებლობების. ის შესანიშნავი ადამიანი და ფეხბურთელია. ვფიქრობ, თუ ის ასე ვარჯიშს განაგრძობს, მაშინ სეზონზე მინიმუმ 20-25 ბურთს გაიტანს. „რეალი“ ყველა მატჩში შეუტევს“,- განაცხადა ბენიტესმა.
გასულ სეზონში, ბენზემამ ესპანეთის პრიმერას 29 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.