FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

შოთამ სუპერლიგა მოგებით დაიწყო

17-08-2015
1 კომენტარი

ტრაბზონსფორმა თურქული სუპერლიგის პირველი ტური გამარჯვებით აღნიშნა. შოთა არველაძის გაწვრთნილებმა შინ 1:0 სძლიეს ბურსასფორს. ორივე გუნდს ჰქონდა მოგების შანსი, თუმცა მეორე ტაიმის შუაწელს ერქან ზენგინმა გაიტანა და სამი ქულა მასპინძლებს ერგოთ. შოთა ძალიან გახარებული იყო ამ გამარჯვებით და აღნიშნა, რომ სუპერლიგის კარგად დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია. 

თურქეთში, ოღონდ პირველ ლიგაში ალეკო ამისულაშვილმა ითამაშა. მისმა კარშიაკამ გასვლაზე 0:2 წააგო ადანა დემისფორთან. ქართველი მცველი შეუცვლელად გაისარჯა. 

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, მესამე ტურში ფრაიბურგმა შინ 1:3 წააგო ბოხუმთან და ექვსი ქულა დარჩა. ფრაიბურგში ბოლო 17 წუთი ითამაშა ლუკას ჰუფნაგელმა და საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა: შეტევა სწორედ მან დაიწყო, თანაც ორიგინალურად გასცდა ერთ ფეხბურთელს და მერე კარგი პასიც გააკეთა. 

გერმანიის მესამე ლიგაში გიორგი პაპუნაშვილს არ უთამაშია: ბრემენის ვერდერის 23-წლამდელებმა ჰოლსტენ კილთან 0:3 წააგეს, თუმცა ქართველი შემტევი სათადარიგოებში იყო. 

ბელგიაში გენკმა 2:1 სძლია ვესტერლოს, თუმცა ლუკა ზარანდია ამჯერადაც განაცხადს მიღმა იყო, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა მხოლოდ ბოლო 15 წუთი გაატარა მინდორზე. საწყენია, მაგრამ გასული სეზონის შემდეგ ქართველთა მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 

დანია: ორჰუსმა შინ 2:3 წააგო ოლბორგთან და ხუთი ტურის შემდეგ რვა ქულა აქვს. ეს სეზონის პირველი მარცხი იყო ორჰუსისთვის. დავით სხირტლაძე 79-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე, ხოლო მათე ვაწაძე განაცხადს მიღმა დარჩა. მართალია, ოფიციალურ განაცხადში ეწერა, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, ვაწაძე სათადარიგოთა სკამზე არ ყოფილა და მიზეზი ჩვეულებრივია: წინა ტურში მცირე ტრავმა მიიღო, მუხლი სტკიოდა და მწვრთნელი მოერიდა შესაძლო გართულებებს. 

უკრაინაში ბუბა დაუშვილის კარპატიმ კიევის დინამოსთან გასვლაზე 0:3 დათმო. ბუბამ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი მესამ ადგილზეა ხუთი ტურის შემდეგ. 

ინგლისის ჩემპიონშიფში, ბრისტოლ-ბრენტფორდის შეხვედრაში (2:4) აკაკი გოგია შეუცვლელად გაისარჯა. ბრენტფორდის ფლანგელმა შემტევს გოლი, ან საგოლე პასი არ გაუხერხებია. შეგახსენებთ, გოგია გერმანიის მოქალაქეა. 

ყაზანის რუბინმა ყუბანთან სტუმრად 1:0 ითამაშა და რუსულ პრემიერლიგაში პირველი მოგება მიითვალა: მანამდე, განვლილ ოთხ ტურში ოთხივე წაგებული ჰქონდა. სოლომონ კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა და საიმედოც გახლდათ, ერთ მომენტში თითქმის აშკარა გოლს გადაარჩინა თავისიანები. 

 

GFF.ge

https://fci.ge/uploads/posts/2015-08/1439815800_arveladze.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi