FCI.ge
FCI.ge
რუდიგერი რომაში გადავიდა |
„Football Italia“-ს თქმით გერმანული „შტუტგარტის“ მცველი ანტონიო რუდიგერი „რომას“ რიგებს შეუერთდა და ახლა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გადის.
22 წლის რუდიგერი „რომასთან“ ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს. თუ იტალიელები 2016 წლის ზაფხულში ანტონიოს გამოსყიდვას მოინდომებენ, მაშინ მათ ცხრა მილიონის გადახდა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს რუდიგერს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.