FCI.ge
FCI.ge
კერიკი: ამ მანჩესტერ იუნაიტედს ბევრი რამ შეუძლია |
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი მაიკ კერიკი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერ ლიგის ახალი სეზონო ზედიზედ ორი გამარჯვებით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ პირველ ტურში „ტოტენჰემი“ და შემდეგ „ასტონ ვილა“ დაამარცხა. ორივე შეხვედრა ანგარიშით 1:0 დასრულდა.
„ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, რომ „მანჩესტერი“ კიდევ ბევრ ხმაურიან გამარჯვებას მოიპოვებს. ამ შემადგელობას ბევრი რამ შეუძლია. წინ „ბრიუგესთან“ საპასუხისმგებლო შეხვედრა გველის. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაიწყო ისე როგორც საჭირო იყო, თუმცა მოდუნება არ არის საჭირო. გუნდი სეზონისთვის კარგად არის მომზადებული, ამბიციურად არის განწყობილი და მხოლოდ წინ იყურება“,- განცხადა კერიკმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.