FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: ალბანეთი Vs პორტუგალია

7-09-2015
0 კომენტარი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი უახლოვდება კულმინაციას, დღეს მერვე ტურის მორიგი მატჩები გაიმართება. მანამ, სანამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესოზე გადავალთ, ერთმანეთს ბოლო ჯგუფის გუნდები გაეჯიბრებიან. სომხეთი ნაადრევად მიიღებს დანიას, შემდეგ კი ალბანეთი უმასპინძლებს პორტუგალიის ნაკრებს, მატჩი ძალიან საინტერესო და პრინციპული იქნება.

 

ალბანეთი Vs პორტუგალია

 

ჩემპიონატი: ევრო 2016–ს შესარჩევი ციკლი, VIII ტური

თარიღი: 22:45 საათი, 7 სექტემბერი

სტადიონი: ელბასან არენა, ელბასანი

მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports

 

ალბანეთის ნაკრები ამ შესარჩევი ციკლის მთავარი აღმოჩენაა და ერთადერთი გუნდია I ჯგუფში, რომელსაც ჯერჯერობით არცერთი მატჩი არ წაუგია. ხუთი ტურის შემდეგ, ჯოვანი დე ბიაზის გუნდი 11 ქულით დამაჯერებლად იმყოფება მესამე ადგილზე და ათით უსწრებს სერბეთს, რომელსაც ჩინებული შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. ალბანელები საკმაოდ ორგანიზებულად და სამაგილითოდ მოქმედებენ, მათმა წარმატებამ სრულიად მსოფლიო ფეხბურთის ქომაგები გააოცა, რადგან ალბანური ფეხბურთი არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ არის ამ ნაკრებში რამდენიმე საინტერესო მოთამაშე. მაგალითად მეკარე გერიშა, ჰისაი, მავრაი, ტალანტ ჯაკა, გაში, რომელთაც იცნობს ასე თუ ისე გულშემატკივარი. დი ბიაზი, რომელიც გამოცდილი იტალიელი სპეციალისტიას უკვე ხუთი წელია ავარჯიშებს ალბანეთის ნაკრებს და აშკარაა, რომ ეს მისი შექმნილი გუნდია. დაცვის ხაზი საკმაოდ კარგია, ეს ალბანელთა მთავარი სიძლიერეა. 2015 წელს ალბანეთმა სულ სამი მატჩი ჩაატარა, შესარჩევში მოუგო სომხეთს და უგოლო ფრე გააგორა დანიასთან, საფრანგეთის ნაკრებს კი ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 მოუგო ელბასანში. აშკარაა, რომ ალბანეთი ფლეი–ოფში მაინც ითამაშებს, მაგრამ ახლა დანიასაც 11 ქულა აქვს, ლიდერ პორტუგალიას კი 12. ასე, რომ ჯგუფში კიდევ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ალბანელებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ალბანეთის ნაკრებს არანაერი საკადრო პრობლემა არ აქვს.

 

ფერნანტო სანტუშის პორტუგალიის ნაკრები ჯერჯერობით მხოლოდ მინიმალური ანგარიშებით იგებს. ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ ყველა ტურნირზე, პორტუგალია კაბო ვერდესთან დამარცხდა შინ 0:2, ამას კიდევ ორი გამარჯვება და საფრანგეთთან მარცხი მოჰყვა ლისაბონში. პორტუგალიელები ჯგუფის ლიდერები არიან და დღეს თუ სამ ქულას მოიპოვებენ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამენ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ. სანტუში პორტუგალიის ნაკრებს განსხვავებული ტაქტიკით ათამაშებს და თაობა ძალიან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებები სერიზოულ წარმატებებს აღწევენ, მთავარი გუნდის შემადგენლობა არც ისე შთამბეჭდავია. თანაც ტრავმის გამო ფაბიო კოენტრაო, ვილიამ კარვალიო და ჟოაო მოუტინიო გამოტოვებენ შეხვედრას. პლიუს ამას დისკვალიფიკაცირებულია გამოცდილი საყრდენი ტიაგო მენდეში. საფრანგეთთან შეხვედრაში კი ვეტერანი რიკარდო კარვალიო დაიმტვრა, რომელსაც სავარაუდოდ ჟოზე ფონტე შეცვლის. 

 

პორტუგალიის ნაკრებს პირადი ანგარიში აქვს გასასწორებელი ალბანეთთან. ლისაბონში, ალბანელებმა 1:0 იმარჯვეს და ამას მოჰყვა პაულო ბენტოს განთავისუფლება, ვნახოთ სანტუში რას იზამს ამ სენსაციური გუნდის წინააღმდეგ.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ალბანეთი: ბერიშა – დიმისტი, კანა, აიეტი, აგოლი – გაში, ჯაკა, კუკელი, აბრანში, ლენიანი – ჩიკალეში.

 

პორტუგალია: რუი პატრისიო – ვიერინია, ფონტე, პეპე, ელიზეუ – ჟოაო მარიო, დანილო ფერეირა, ადრიენ სილვა – ნანი, ედერი, რონალდო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ალბანეთის ნაკრებს ზედიზედ ორი საშინაო თამაში აქვს მოგებული (სომხეთთან შესარჩევში 2:1 და საფრანგეთთან ამხანაგურად 1:0).
  • ბოლო ექვსი გასვლითი მატჩიდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე, პორტუგალიას მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (4მ, 1ფ და 1წ).
  • ფერნანდო სანტუშის ხელმძღვანელობით, პორტუგალიამ ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო ევრო 2016–ს შესარჩევში, თანაც ოთხივე მინიმალური ანგარიშით.
  • ეს ამ გუნდების მეექვსე დაპირისპირება იქნება, მეექვსე ოფიციალური მატჩი. უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში რათქმაუნდა პორტუგალიას აქვს (3მ, 1ფ და 1წ).

 

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრები

ჩემპიონატი თარიღი მასპინძელი ანგარიში სტუმარი
ევ.ჩ.შეს.ეტაპი 07/09/14  პორტუგალია         0:1  ალბანეთი
მს.ჩ.შეს.ეტაპი 06/06/09  ალბანეთი          1:2  პორტუგალია 
მს.ჩ.შეს.ეტაპი  15/10/08  პორტუგალია          0:0  ალბანეთი 
მს.ჩ.შეს.ეტაპი  07/06/97  პორტუგალია          2:0  ალბანეთი 
მს.ჩ.შეს.ეტაპი 09/10/96  ალბანეთი          0:3  პორტუგალია 

ევრო 2016–ს შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთი  8
ედინ ჯეკო ბოსნია
გარეთ ბეილი  უელსი  6
ტომას მიულერი გერმანია  6
5 კაილ ლაფერტი ჩრ.ირლანდია

https://fci.ge/uploads/posts/2015-09/1441603673_2143202_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi