FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ბენიტესი: კმაყოფილი ვარ

1-10-2015
0 კომენტარი

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი კმაყოფილია საკუთარი გუნდის ასპარეზობით მალმიოში.

 

შვედეთის დედაქალაქში, "სამეფო კლუბს" არ ჰქონდა მარტივი მატჩი, მაგრამ ყოველი ტაიმის მიწურულს კრიშტიანო რონალდომ გამოიჩინა თავი და მოუტანა გამარჯვება საკუთარ გუნდს – 2:0.

 

"კმაყოფილი ვარ. გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "მალაგასთან" შეხვედრაში (0:0). ბურთი ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო და "მალმიოს" ორი თუ სამი შანსი ჰქონდა, ეგეც არც ისე სახიფათო.

 

დამაჯერებლად ვაკონტროლებდით ბურთს და შეცვლებიც იმიტომ განვახორციელე, რომ რამდენიმე მოთამაშე უბრალოდ გადაიღალა. გავიყვანეთ კარიმ ბენზემა და შევიყვანეთ ლუკა მოდრიჩი, რადგან ნახევარდაცვაში რაღაც პრობლემები იყო, თანაც ფრანგი დაისვენებს. ორი გოლი სტუმრად და მშრალი მატჩი – ძალიან კარგია.

 

ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლებით რონალდომ უკვე ჩამოიტოვა ფენომენალური რაული. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს არ არის მისი მაქსიმუმი. ვამბობდი, რომ მისი როლი გუნდში ენით აუღწერელია. 

 

კრიშტიანო უფრო მეტი გოლი გაიტანა უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე "რეალის" წინა ბომბარდირებმა. ეს ფაქტი ამ მიღწევას უფრო შთამბეჭდავს ხდის", – განაცხადა რაფამ.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1443677170_281891.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi