FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

რონალდო: რაულმა დამირეკა და მომილოცა

1-10-2015
1 კომენტარი

გუშინდელი დღე, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი შემტევისთვის უნიკალური და საიუბილეო გამოდგა.

 

"სამეფო კლუბმა" სწორედ კრიშტიანო რონალდოს დუბლით მოუგო სტუმრად "მალმიოს" და მოიპოვა მორიგი სამი ქულა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

 

რონალდომ კი პირველ რიგში მე–500 გოლი იზეიმა პროფესიონალურ კარიერაში, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, რის შემდეგაც 501–ე ბურთით დაეწია მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ რაულ გონსალეს ბლანკოს – 323 ბურთი თეთრი მაისურით.

 

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მადრიდის "რეალის" საუკეთესო ბომბარდირობა მხვდა წილად ისტორიაში. როდესაც მადრიდში გადმოვბარგდი, ამაზე არც კი ვოცნებობდი.

 

უკვე ველაპარაკე რაულ გონსალესს. მან თავად დამირეკა და მომილოცა.

 

ჩემი წასვლა "რეალიდან"? ნამდვილად ვერ გეტყვით თუ რა მელოდება მომავალში. თუმცა, ახლა კარგ ფორმაში ვიმყოფები და აქ საკმაოდ ბედნიერი ვარ. კარგი ურთიერთობა მაქვს გუნდის მთავარ მწვრთნელთან და პრეზიდენტთან. ყოველთვის ვნახულობთ საერთო ენას", – განაცხადა რონალდომ.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1443677534_281892.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi