FCI.ge
FCI.ge
კოკუ: მეორე ტაიმში, 5–6 მომენტი გვქონდა ანგარიშის გასათანაბრებლად |
"პსვ ეინდჰოვენის" მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპ კოკუმ შეაფასა საკუთარი გუნდის მარცხი მოსკოვში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით.
ჰოლანდიელებმა პირველი ტაიმი ჩააგდეს, დამარცხდნენ 0:3 და ბოლოს "ცსკა"–მ პენალტიც გააფუჭა. თუმცა, მეორე ნახევარში "პსვ" დაბრუნდა თამაშში, ორი გოლი გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა და თანაც უმცირესობაში დაასრულა შეხვედრა.
"პირველ ტაიმში "პსვ"–ს ძალიან ბევრი რამ არ გამოუვიდა, გავუშვით სამი გოლი. თუმცა, მეორე ტაიმის გამო შევაქე საკუთარი გუნდი. შესვენების შემდეგ 4–5 მომენტი გვქონდა და ანგარიშის გათანაბრებაც შეგვეძლო. პირველი ნახევრის შემდეგ რთული იყო საკუთარი დონის ჩვენება, მაგრამ ეს გამოგვივიდა.
რა მოხდა პირველ ტაიმში? ფეხბურთი არამხოლოდ თამაშია ბურთთან, ერამედ – ტაქტიკაც. ეს ერთ–ერთი მთავარი კომპონენტია. პირველ ნახევარში, ვერ ვაჩვენეთ ღირსეული ტაქტიკური მომზადება.
"ცსკა"–ს ძლიერი მხარეები? ბრძოლა ბურთისათვის და კრეატიული მოთამაშეები, რომელთაც არამხოლოდ სისწრაფე გააჩნიათ, არამედ მომენტების შექმნაც გამოსდით. თუმცა, გარკვეული სისუსტეების გამოყენება შეიძლებოდა მეორე ტაიმში", – განაცხადა კოკუმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.