FCI.ge
FCI.ge
სტოილოვი: ეს ისტორიული მატჩია მთელი ქვეყნისთვის |
"ასტანას" მთავარი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი გახარებულია ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული პირველი ქულით.
გუშინ, ყაზახეთის დედაქალაქში, "გალათასარაიმ" საკმაოდ უცნაური და დაძაბული თამაში ჩაატარა, რომელიც საბოლოოდ ფრედ 2:2 დასრულდა. სრულიად ყაზახეთი ხარობდა.
"ეს იყო ისტორიული მატჩი "ასტანასთვის" და სრულიად მთელი ქვეყნისთვის. ვეცადე დამემშვიდებინა საკუთარი მოთამაშეები, რათა ისე ეთამაშათ, როგორც ყაზახეთის პრემიერ ლიგაში – შემტევი და კომბინაციური ფეხბურთი.
კარგი თამაში ჩავატარეთ, იყო პოზიტიური ეპიზოდები, მაგრამ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ წარმატების მისაღწევად", – განაცხადა ბულგარელმა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.