FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ლუი ვან გაალი: კმაყოფილი ვარ გუნდური სულისკვეთებით

1-10-2015
0 კომენტარი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალიც იუღბლობას უჩივის, მაგრამ გარკვეულწილად მაინც უკმაყოფილოა საკუთარი გუნდის თამაშით ბოლო წუთებზე.

 

"უნდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი გუნდის პირველი ტაიმით, რათქმაუნდა პირველი ხუთი წუთის გამოკლებით. როდესაც მარცხდები და ქმნი ამდენ საგოლე მომენტს, მაგრამ ვერ იყენებ – უიღბლობაა.

 

როგორც ვამბობ ხოლმე ხშირად, იღბალი საჭიროა. მეორე ტაიმი ნამდვილად კარგად დავიწყეთ, გამოვავლინეთ მონდომება და გავიტანეთ ულამაზესი გოლი, მაგრამ ამის შემდეგ უეცრად შევწყვიტეთ თამაში. სამწუხაროდ, მეორე გატანილი გოლის შემდეგ, კარგი არაფერი მომხდარა.

 

ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამის უფლება მივეცით "ვოლფსბურგს", ბურთის ფლობა, მომენტები, თამაში დაბრუნების საშუალება მივეცით. უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ მოხდა ეს.

 

თუმცა, ამავდროულად, ძალიან კმაყოფილი და მოხარული ვარ გუნდური სულისკვეთების გამო. მეტოქეს ბევრი რეალური შანსი არ ჰქონია", – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1443679193_2288690_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi