FCI.ge
FCI.ge
სიმეონე: ბენფიკამ დაიმსახურა გამარჯვება |
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო პაბლო სიმეონე აღიარებს, რომ მისი გუნდი დამსახურებულად დამარცხდა ლისაბონის "ბენფიკასთან".
ვისენტე კალდერონზე, საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება გაიმართა, რომელსაც იგებდნენ მასპინძლები, მაგრამ საბოლოოდ 1:2 წააგეს.
"ეს იყო დიდებული თამაში და ჩვენმა მეტოქემ ძალიან კარგად იმოქმედა დაცვაში. გვქონდა შანსბი, რომ გაგვემყარებინა უპირატესობა პირველ ტაიმში, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ამას მოჰყვა გაიტანის გოლი. 2:1–ს შემდეგაც ვცადეთ გატანა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
"ბენფიკამ" დიდებული სამუშაო შეასრულა და დაიმსახურა გამარჯვება. უნდა გავამახვილოთ ყურადღება შეტევების დაგვირგვინებაზე. ეს ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება იყო პოზიტიური რამ.
ამ ჯგუფში მეორე ადგილზე ვართ, ამიტომ უნდა მოვეშვათ, ცოტა დავისვენოთ და ვნახოთ რა მოხდება შემდეგ თამაშებში", – განაცხადა არგენტინელმა.
ორი ტურის შემდეგ, C ჯგუფს "ბენფიკა" ლიდერობს ექვსი ქულით, "როხიბლანკოს" სამი აქვს, "ასტანასა" და "გალათასარაის" კი თითო–თითო. მესამე და მეოთხე ტურებში, მადრიდელები ყაზახურ ფეხბურთს გაეცნობიან.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.