FCI.ge
FCI.ge
მორატა: უნდა გავაგრძელოთ მუშაობა |
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ შეაფასა საკუთარი გუნდის მორიგი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე.
მეორე ტურში, "ბებერმა ქალბატონამ" "სევილიას" უმასპინძლა და ძალიან დამაჯერებლად იმარჯვა – 2:0, ალვარო მორატასა და სიმონე ძაძას გოლებით.
"ბედნიერი ვარ, რომ კვლავ გავიტანე გოლი. თუმცა, პირველ რიგში – გუნდის შედეგია მნიშვნელოვანი.
ბევრი არ მითამაშია დიბალასთან ერთად, მაგრამ უკვე საკმაოდ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ვფიქრობ, დიდი დრო არ გვჭირდება ადაპტაციისათვის.
უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ვიპოვით საკუთარ თამაშს და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება", – განაცხადა ახალგაზრდა ესპანელმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.