FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ემერი: ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილნი

1-10-2015
0 კომენტარი

"სევილიას" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ძალიან უკმაყოფილოა საკუთარი გუნდის თამაშით ტურინში, მაგრამ მიაჩნია, რომ ანდალუსიური კლუბი მოუმატებს.

 

"იუვენტუსთან" შეხვედრაში ესპანელებს ბევრი არაფერი გამოუვიდათ და საბოლოოდ 0:2 დამარცხდნენ. თუმცა, წინ კიდევ ოთხი თამაშია და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

 

"ეს ცუდი შედეგია. არ ვიცავდით თავს საკმარისად კარგად და უფრო უკეთ უნდა გვეთამაშა შეტევაში, ამიტომაც იყო ცუდი მატჩი. გავაუმჯობესებთ თამაშს ბევრი მუშაობის შედეგად – ამაში ეჭვიც არ მეპარება.

 

უნდა ვიყუროთ წინ, არ არის დრო უკან გახედვისა და წუწუნის. წინ კიდევ ოთხი თამაშია და ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილნი.

 

"იუვენტუსმა" არანორმალურად ძლიერი იყო დაცვაში და ვერაფრით გავტეხეთ მეტოქე, მაგრამ მჯერა, ამ თამაშისგან კარგ გამოცდილებას მივიღებთ. ისინი ფინალში იყვენენ გასულ სეზონში, იტალიის მოქმედი ჩემპიონები არიან და ეს კარგად გვესმის", – განაცხადა ემერიმ.

 

"სევილიას" და "მანჩესტერ სიტის" სამ–სამი ქულა აქვთ ორი ტურის შემდეგ, მომდევნო ორი თამაში კი ერთმანეთში აქვთ.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1443680281_281888.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi