FCI.ge
FCI.ge
ალეგრი: კიდევ უნდა მოვუმატოთ |
"ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ მის გუნდს უფრო მეტი შეუძლია.
ჩემპიონთა ლიგაზე, "იუვენტუსმა" ჯერ "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა სტუმრად 2:1, გუშინ კი 2:0 მოუგო "სევილიას" ტურინში და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
"საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ ტექნიკისა და დაცვაში თამაშის თვალსაზრისით. თუმცა, კიდევ უნდა მოვუმატოთ, მივაქციოთ მეტი ყურადღება მატჩის გადამწყვეტ მომენტებს.
თამაშის პირველი 25 წუთის განმავლობაში ინტენსიური ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ მაინც ვერ გავიტანეთ. მეორე ნახევარში კი, კარგად ვაკონტროლებდით თამაშს და გონივრულად ვმოქმედებდით.
პირველი ნაბიჯი გადავდგით გუნდის სრულყოფილებისკენ, რომელსაც შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში", – განაცხადა მაქსი ალეგრიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.