FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

შუბერტი: ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ

1-10-2015
2 კომენტარი

მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი ანდრე შუბერტი ძალიან გულნატკენია გუშინდელი მარცხით.

 

ბორუსი პარკზე, გერმანელებმა შესანიშნავად ითამაშეს, მაგრამ ბოლო 15 წუთი ჩააგდეს და ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ "მანჩესტერ სიტისთან" გამარჯვება გაეშვათ ხელიდან – 1:2.

 

"ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, მაგრამ უმაღლესი დონის ევროპული კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობდით. პენალტი, რომელიც ბოლოსკენ დაინიშნა, რათქმაუნდა გადამწყვეტი გამოდგა.

 

რათქმაუნდა, გულდაწყვეტილნი ვართ, რადგან დღეს ვერ მოვახერხეთ ქულების მოპოვება, მაგრამ ამავდროულად ძალიან ამაყი ვარ საკუთარი გუნდის გამო. ძალიან ბევრი რამის დამტკიცება მოვახერხეთ და ვაჩვენეთ ღირსეული ფეხბურთი.

 

კარგად ვიცავდით თავს და აგრეთვე ბევრი პრობლემები შევუქმენით "სიტის". პირველი ტაიმში უნდა გაგვეტანა გოლი და შესვენებაზე უპირატესობით გავსულიყავით. შესვენების შემდეგ, "სიტიმ" სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოგვაქცია და კლასი გამოიყენა. 

 

ჩემი ბიჭები იმსახურებდნენ ფრეს, ფანტასტიკური მონდომებისა და ბრძოლის გამო. ჩვენი ასპარეზობა რეალურად ძლიერი იყო და ამიტომ ვართ შედეგით უკმაყოფილო", – განაცხადა შუბერტმა.

 

"მ.ბორუსიას" ქულა არ აუღია, მაგრამ ეს გუნდი მოვიდა გონს და არავინ იცის რას იზამს დარჩენილ ტურებში.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1443680744_2288422_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi