FCI.ge
FCI.ge
პელეგრინი: ბორუსია უკეთ თამაშობდა |
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ შეაფასა საკუთარი გუნდის გუშინდელი გამარჯვება გერმანიაში.
"ქალაქელებს" ძალიან გაუჭირდათ მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ და ბოლოსკენ შემოატრიალეს თამაში – 2:1 და ინგლისელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს ჯგუფურ ეტაპზე.
"ეს იყო უცნაური თამაში. პირველი 65 წუთის განმავლობაში ორივე გუნდს ჰქონდა გატანის შესაძლებლობა. თუმცა, ამის შემდეგ ვდომინრებდით და ვქმნიდით საგოლე მომენტებს.
"ბორუსია" ჩვენზე უკეთ თამაშობდა, განსაკუთრებით დაცვაში. ცუდად ვიცავდით თავს, მაგრამ თამაშის ბოლო ნახევარი საათი კარგად ჩავატარეთ და მოვიპოვეთ გამარჯვება. უნდა ვაღიარო, რომ მოწინააღმდეგემ ბრწყინვალედ ითამაშა.
თამაშის დაწყებამდე ვიცოდით, რომ "ბორუსია" – ძალიან სწრაფი გუნდია, რომელსაც შეუძლია სრულიად ამოკეტოს ზონები ნახევარდაცვასა და საჯარიმოს შორის.
ჯო ჰარტმა საოცარი სეივი განახორციელა, მაგრამ ჩვენც გვქონდა გამოუყენებელი მომენტი. თამაში იყო ძალიან გახსნილი, ამიტომ საბოლოო შედეგი შესაძლოა ყოფილიყო ყველანაერი.
დაპირისპირების ბოლო წუთებზე ცოტათი გაგვიმართლა. შესაძლოა, არ ვიმსახურებდით გამარჯვებას, მაგრამ მაინც გავაკეთეთ ეს", – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.