FCI.ge
FCI.ge
მატა: მე – გუნდის პირველი პენალტისტი ვარ |
"მანჩესტერი იუანაიტედის" ესპანელმა ნახევარმცველმა, შესანიშნავმა ხუან მატამ ისაუბრა გუშინდელ შეხვედრაზე.
ოლდ ტრაფორდზე, "წითელმა ეშმაკებმა" 2:1 დაამარცხეს "ვოლფსბურგი" რთულ ბრძოლაში და საუკეთესო უდავოდ მატა იყო. მან ჯერ პენალტი მოიპოვა და აქცია გოლად, შემდეგ კი უნიკალური საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ეს იყო ძალიან უხეში თამაში. ბოლო წუთებში ვიცავდით თავს, რადგან ძალიან გადავიღალეთ ფიზიკურად. მეტოქე დიდი ძალებით გვიტევდა მატჩის ბოლო მონაკვეთში, მაგრამ მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება, ჰოლანდიაში მარცხის შემდეგ.
მთავარი მწვრთნელი ადგენს პენალტების შემსრულებელთა სიას, სადაც პირველ ადგილზე ვიმყოფები, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ", – განაცხადა მატამ.
ესპანელი გამთამაშებელი დიდებულ ფორმაში იმყოფება სეზონის სტარტზე.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.