FCI.ge
FCI.ge
მაროტა: ალეგრი კარგად მუშაობს და მხარი უნდა დავუჭიროთ |
ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა მასიმილიანო ალეგრის.
"იუვეს" უჭირს სეზონის სტარტზე, სერია ა–ს ექვს ტურში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მშვენივრად ასპარეზობს – ორ ტურში ორი მოგება, თანაც საკმაოდ რთულ და თანაბარ ქვეჯგუფში.
"როდესაც ასეთი სტატისტიკა არსებობს, აშკარაა, რომ პირველ რიგში მწვრთნელს ბრალდება ყველაფერი. თუმცა, ყველამ უდნა იცოდეს, რომ ალეგრი კარგად მუშაობს და სჭირდება მხარდაჭერა.
"იუვენტუსი" დაბადებულია იმისათვის, რომ გაიმარჯვოს და დიდი მონდომებით უნდა ვიმუშავოთ ამ მიმართულებით", – განაცხადა მაროტამ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.