FCI.ge
FCI.ge
რომამ გარსიას ულტიმატუმი წაუყენა |
გამოცდილი ფრანგი სპეციალისტი რუდი გარსია შესაძლოა განთავისუფლებული იქნას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, უკვე ამ უქმეებზე.
მას შემდეგ, რაც რომაულმა კლუბმა არადამაჯერებლად დაიწყო სერია ა–ს ახალი სეზონი, ბორისოვში გამართული სამარცხვინო მატჩი "მოთმინების ფიალის" ბოლო წვეთი გამოდგა.
"ბატემ" 3:2 დაამარცხა სენსაციურად "რომა" და "პალერმოსთან" თამაში რენცო ბარბერაზე გადამწყვეტი იქნება რუდი გარსიასთვის. თუ "მგლები" დაკარგავენ ქულებს, გარსია დაკარგავს საკუთარ სკამს.
იტალიური პრესის ინფორმაციით, დედაქალაქელთა პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა ძალიან გაბრაზებულია და აღარ აპატიებს რუდის კიდევ ერთ წარუმატებლობას. კლუბის მესვეურებს არც ფინანსური ხარჯები ანაღვლებთ, რომელიც გარსიასთან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში იქნება გადასახდელი.
სერია ა–ს ექვსი ტურის შემდეგ, "რომა" 11 ქულით მეექვსე ადგილზეა, მაგრამ ბოლო თამაშებში კარგი ფეხბურთი აჩვენა. მიუხედავად ამისა, "მგლებს" შედეგი სჭირდებათ.
უკვე გაიჟღერა ფრანგის შემცვლელის კანდიდატთა სახელებმაც, საუბარი კარლო ანჩელოტისა და ანტონიო კონტეზეა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.