FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

გერმანიის ბუნდესლიგა: 3 ოქტომბრის მატჩების პრევიუ

3-10-2015
0 კომენტარი

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი უკვე განახლდა – გუშინ "მაინცმა" და "დარმშტადტმა" საოცარი მატჩი შემოგვთავაზეს, რომელი სტუმრებმა მოიგეს დრამატულ ბრძოლაში 3:2. დღეს კი უჩვეულუდ ხუთი თამაში იქნება, აქედან გამორჩუელი უდავოდ ბორუსია პარკზე.

 

ჰოფენჰაიმი Vs შტუტგარტი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, VIII ტური

თარიღი: 17:30 საათი, 3 ოქტომბერი

სტადიონი: ვირსოლ რეინ–ნეკარ არენა, ზინჰაიმი

მთავარი მსაჯი: დენის აიტეკინი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი – კადერაბეკი, ზიულე, ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი – შვეგლერი, პოლანსკი – ფოლანდი, რუდი, შმიდი – ედუ ვარგასი.

 

ტრავმირებულნი არიან: ილოან ჰამადი, კაი ჰერდლინგი, ტარიკ ელიუნუსი.

საეჭვოა: 

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

შტუტგარტი: ტიტონი – კლაინი, შუნიჩი, ბაუმგარტლი, ინსუა – დიდავი, გენტნერი, სერეი დიე, მაქსიმი – ტიმო ვერნერი, გინჩეკი.

 

ტრავმირებულნი არიან: მიტჩელ ლანგერაკი, რობი კრუსი, ფილიპ კოსტიჩი.

საეჭვოა: ტიმო ბაუმგარტლი, სერეი დიე, კრისტიან გენტნერი.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "შტუტგარტმა" ამ სეზონში ერთადერთი ქულები გასვლაზე მოიპოვა, როდესაც "ჰანოვერს" მოუგო 3:1.
  • "ჰოფენაიმმა" ამ სეზონში რვა გოლი გაიტანა, აქედან ოთხი მატჩების საწყის 13 წუთში.
  • "შტუტგარტმა" ახალ სეზონში, ყველაზე მეტი 56 კუთხური მოაწოდა, მაგრამ არცერთს არ მოჰყოლია გოლი.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

ჰანოვერი Vs ვერდერი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, VIII ტური

თარიღი: 17:30 საათი, 3 ოქტომბერი

სტადიონი: HDI არენა, ჰანოვერი

მთავარი მსაჯი: პეტერ ზიპელი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰანოვერი: ცილერი – ჰიროკი საკაი, მარსელო, კ.შულცი, სორგი – ანდრეასენი, შმიდებახი, სალიფ სანე – კარამანი, სობიხი, კიოტაკე.

 

ტრავმირებულნი არიან: ედგარ პრიბი, ჩარლისონ ბენშოპი.

საეჭვოა: ჰიროკი საკაი.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

ვერდერი: ვიდვალდი – გებრე სელასიე, ლუკიმია, ვესტერგორი, ს.გარსია – ფრიტცი, კროოსი, იოზტუნალი – იუნუზოვიჩი – ბარტელსი, უჯა.

 

ტრავმირებულნი არიან: რაფაელ ვოლფი, იოზკან ილდირიმი, მელვინ ლორენსენი, არონ იოჰანსონი.

საეჭვოა: 

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: ფილიპ ბრაგფრედე.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • დროა "ჰანოვერი" გონს მოვიდეს: გასული წლის მაისში, ქვემო–საქსონიის დერბი "ვოლფსბურგთან" სტუმრად ფრედ დასრულდა, რომლის შემდეგაც "ჰანოვერმა" დაიწყო წარმატებული სერია და პირველ რიგში შინ ითამაშა "ვერდერთან" ფრედ. ახლა, ისტორია მეორდება.
  • ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველად – "ჰანოვერი" ზედიზედ ორი ტურია იმყოფება ცხრილის ბოლო ადგილზე.
  • ბოლო რვა გასვლითი თამაშიდან ბუნდესლიგაში, ბრემენის "ვედერმა" მხოლოდ ერთი მოიგო.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

ინგოლშტადტი Vs აინტრახტი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, VIII ტური

თარიღი: 17:30 საათი, 3 ოქტომბერი

სტადიონი: აუდი სპორტპარკი, ინგოლშტადტი

მთავარი მსაჯი: მანუელ გრეფე

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ინგოლშტადტი: იოზჩანი – ლეველსი, მარვინ მატიპი, ჰიუბნერი, სუტნერი – გროსი, როჯერი, ა.მორალესი – ლექსი, ჰინტერზერი, ლეკი.

 

ტრავმირებულნი არიან: დანილო სოარესი, ალმოგ კოენი.

საეჭვოა: ალფრედო მორალესი.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

აინტრახტი: ჰრადეცკი – იგნიოვსკი, რუსი, აბრაჰამი, ოშიპკა – აიგნერი, რეინარცი, ჰასებე – შტენდერა – კასტაინოსი, ა.მაიერი.

 

ტრავმირებულნი არიან: ანდერსონ ბამბა, ტიმოტი ჩენდლერი, სონი კიტელი, ჰარის სეფეროვიჩი.

საეჭვოა: კარლოს სამბრანო.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ინგოლშტადტმა" 11 ქულა მოიპოვა შვიდ ტურში, მაგრამ მხოლოდ ერთი საკუთარ მოედანზე.
  • გარდა ამისა, "შავებს" გოლიც კი არ გაუტანიათ აუდი სპორტპარკზე.
  • ბუნდესლიგის ისტორიაში, ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც რვა ტურის შედეგად არ ჰქონია გატანილი გოლი საკუთარ მოედანზე. ეს იყო გტოიტერ "ფიურტი" სამი წლის წინ.
  • ახალ სეზონში, ალექსანდრ მაიერმა უკვე ოთხი გოლი გაიტანა ოთხ შეხვედრაში, იმდენი, რამდენიც "ინგოლშტადტმა".

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

ჰერტა Vs ჰამბურგი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, VIII ტური

თარიღი: 17:30 საათი, 3 ოქტომბერი

სტადიონი: ოლიმპიაშტადიონი, ბერლინი

მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰერტა: იარსტეინი – ვაიზერი, შტარკი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდტი – დარიდა, სკელბრედი – ჰარაგუჩი, კალუ, შტოკერი – იბიშევიჩი.

 

ტრავმირებულნი არიან: ტომას კრაფტი, სებასტიან ლანგკამპი, ჯონ ბრუკსი, პეტერ პეკარიკი, როი ბეერენსი, რონი, სემი ალაგუი, ანის ბენ–ჰატირა, იულიან შიბერი.

საეჭვოა: 

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

ჰამბურგი: დრობნი – დიკმაიერი, ჯურუ, სპაიჩი, ოსტრჩოლეკი – მ.დიასი, ეკდალი – ნ.მიულერი, ჰანტი, ჰოლტბი – ლასოგა.

 

ტრავმირებულნი არიან: –

საეჭვოა: ემირ სპაიჩი.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბერლინის "ჰერტამ" 2007/08 წლების სეზონის შემდეგ, ყველაზე კარგი სტარტი აიღო ბუნდესლიგაში – სამი მოგება, ორი ფრე და ორი მარცხი.
  • ბრუნო ლაბადიას ხელმძღვანელობით, "ჰამბურგს" ზედიზედ ორი მატჩი არ წაუგია ბუნდესლიგაში.
  • "დინოზავრებმა" ბოლო ორი გასვლითი მატჩი მოიგეს ბუნდესლიგაში, თანაც ორივე მშრალად.
  • ვედად იბიშევიჩი ნელ–ნელა შედის ფორმაში – მან 316 წუთი დაჰყო მინდორზე "ჰერტას" მაისურით და 13 ზუსტი დარტყმა განახორციელა.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

მ.ბორუსია Vs ვოლფსბურგი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, VIII ტური

თარიღი: 17:30 საათი, 3 ოქტომბერი

სტადიონი: ბორუსია პარკი, მიუნხენგლადბახი

მთავარი მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2

 

როგორც ჩანს, მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" სჭირდებოდა ახალი იმპულსი, რომელიც გუნდში 44 წლის გერმანელმა სპეციალისტმა, ანდრე შუბერტმა შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი თამაშობს ლუსიან ფავრის ტაქტიკით, ეს "მ.ბორუსია" უფრო მეტად აკეთებს აქცენტს ბურთის ფლობაზე და მხოლოდ კონტრშეტევებით არ შემოიფარგლება. ბუნდესლიგაში შუბერტმა ორიდან ორი მატჩი მოიგო, თანაც "ბორუსიამ" შვიდი გოლის გატანა მოახერხა და ამას დაემატა შესანიშნავი თამაში "მანჩესტერ სიტისთან". ბორუსია პარკმა პირველად უმასპინძლა ჩემპიონთა ლიგის მატჩს და ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლო 20 წუთი გერმანელებმა დაკარგეს კონცენტრაცია, ძალიან დაიღალნენ და საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ. როგორც იქნა შევიდა ფორმაში ბრაზილიელი ფორვრადი რაფაელი, რომელსაც კარგად ეწყობა ლარს შტინდლი, გამორჩუელია ახალი კაპიტანი გრანიტ ჯაკა და დიდებული შვეიცარიელი გოლკიპერი იან ზომერი. ცუდი და წარუმატებელი პერიოდი უკვე წარსულშია, ვნახოთ როგორ გააგრძელებს შუბერტი. "მ.ბორუსია" ამოვიდა გასავარდნი ზონიდან და ახლა ეცდება ღირსეულად გავიდეს სანაკრებო პაუზაზე. ეს პირველი სერიოზული ბრძოლა იქნება ანდრე შუბერტისთვის. სამწუხაროდ, "მ.ბორუსიას" ზომერი ვერ დაეხმარება, ის ოთხშაბათს დაიმტვრა. ზომერმა ცხვირი გაიტეხა და სავარაუდოდ ტობიას ზიპელი შეცვლის.

 

მიუნხენის "ბაიერნთან" კატასტროფული მარცხის შემდეგ, "ვოლფსბურგმა" ტრადიციულად რთულ მეტოქე "ჰანოვერთან" დაკარგა ქულები და ამას მოჰყვა მარცხი ოლდ ტრაფორდზე. თუმცა, მანჩესტერში დიტერ ჰეკინგის გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა, ბოლო წუთებში სერიზოული ზეწოლა განახორციელა და ნამდვილად გამოავლინა საკუთარი პოტენციალი. ამ სეზონში, იდეალურად გამოიყურება დანიელ კალიჯური, გარდა ამისა გამოსარჩევია ახალწვეული დანტე და მარცხენა მცველი რიკარდო როდრიგესი. ბას დოსტმაც დაიწყო გოლების გატანა და იმედია ასეც გააგრძელებს. "ვოლფსბურგი" საკმაოდ სერიოზული გუნდი დადგება თუ სტაბილურად გააგრძელებს ისე თამაშს, როგორც ოლდ ტრაფორდზე. ჰეკინგს მოაკლდა ვარიანტები პერიშიჩის წასვლით, მაგრამ ამას ემატება რობინ კნოხეს და ლუს გუსტავოს ტრავმებიც. გარდა ამისა, საეჭვოა ვიერინიას თამაში და ამ ეტაპზე, "მგლების" მთავარი პრობლემა არის საკადრო ხარვეზები. პორტუგალიელი ნახევარმცველი იმედია მალე ჩადგება მწყობრში, რადგან ჰეკინგს ახლა არ აქვს არჩევანი. "ვოლფსბურგი" ეცდება, რომ შეწყვიტოს მოუგებელი სერია და პაუზაზე კარგი განწყობით გავიდეს.

 

ბორუსია პარკზე დღის ცენტრალური თამაში გაიმართება, იმედია ორიევ გუნდი შეუტევს და ვიხილავთ საკმაოდ სანახაობრივ დაპირისპირებას. ორივე გუნდის მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მ.ბორუსია: ზიპელი – კორბი, კრისტენსენი, ალვარო დომინგესი, ვენდტი – ი.ტრაორე, დაუდი, ჯაკა, ფაბიან ჯონსონი – რაფაელი, შტინდლი.

 

ვოლფსბურგი: ბენალიო – ტრეში, ნალდო, დანტე, რ.როდრიგესი – გილავოგი, არნოლდი – კალიჯური, კრუზე, დრაქსლერი – დოსტი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ვოლფსბურგს", ახალ სეზონში ჯერ არ მოუპოვებია გასვლითი გამარჯვება.
  • "მ.ბორუსიას" ბუნდესლიგაში ყველაზე ცუდი სტატისტიკა "ვოლფსბურგთან" აქვს (9მ, 4ფ და 17წ).
  • თუმცა, "მგლებს" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ "მ.ბორუსიასთან" და მხოლოდ ორი ქულა მოიპოვეს.
  • "ვოლფსბურგმა" ბოლო ორ შეხვედრაში ექვსი გოლი გაუშვა – ყველა მეორე ტაიმში, მაგრამ აქედან ხუთი რობერტ ლევანდოვსკისგან ცხრა წუთში.
  • ბას დოსტმა ოთხივე საშინაო შეხვედრაში გაიტანა გოლი ბუნდესლიგის ეგიდით (ხუთი გოლი), მაგრამ სტუმრად უნაყოფოა.

 

გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 10 0
2 პიერ–ემერიკ ობამეიანგი  დ.ბორუსია 9 3
3 ტომას მიულერი ბაიერნი 6
4 იუნეს მალი მაინცი 6
5 ენტონი მოდესტე კიოლნი 5 2

https://www.fci.ge/uploads/germany-bundesliga.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi