FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

შუბერტი: სიტყვები არ მყოფნის

4-10-2015
1 კომენტარი

მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი ანდრე შუბერტი უბრალოდ აღფრთოვანებულია საკუთარი გუნდის მორიგი წარმატებული თამაშით.

 

"მანჩესტერ სიტისთან" ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, რომელიც სამწუხაროდ მაინც წააგეს გერმანელებმა შინ 1:2, "ბორუსიამ" "ვოლფსბურგს" უმასპინძლა ბუნდესლიგის მერვე ტურში და 2:0 მოიგო.

 

"უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. ეს ნამდვილი სენსაციაა – ბიჭებმა საოცარი მონდომება გამოავლინეს და არანორმალურად მოძრაობდნენ. მათ დაახლოებით 120 კილომეტრი დაფარეს.

 

ჩემი აზრით, ეს არის უდიდესი პლიუსი, საოცარი მენტალიტეტი გამოვავლინეთ. გარდა ამისა, გამარჯვებაც დამსახურებულია. საოცარი სურვილი და ხასიათი გამოვავლინეთ", – განაცხადა 44 წლის გერმანელმა სპეციალისტმა, რომელმაც "მ.ბორუსია" დააბრუნა თამაშში.

 

შუბერტმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუსიან ფავრი შეცვალა, გუნდს ხუთი ტურის შემდეგ ნული ქულა ჰქონდა. გერმანელის ხელმძღვანელობით კი სამივე მატჩი მოიგო ეროვნულ ჩემპიონატში, თანაც ჯამში ცხრა ბურთი შეაგდო.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1443934877_cqufdauwiaamdnf.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi