FCI.ge
FCI.ge
კრული სეზონის ბოლომდე იუქმებს |
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ნიუკასლის" გოლკიპერმა, ტიმ კრულმა მორიგი ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო.
ევრო 2016–ს შესარჩევ ეტაპზე, "ნარინჯისფრებმა" სტუმრად 2:1 მოუგეს ყაზახეთის ნაკრებს, კრულმა კი მინდორი საკაცით დატოვა მატჩის ბოლოს, მას შემდეგ რაც მუხლი იტკინა.
როგორც "ნიუკასლის" ოფიციალური ვებ–გვერდი იტყობინება, სამედიცინო შემოწმებამ მუხლის ჯვარედინა იოგების გაწყვეტა დაადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩინებული ჰოლანდიელი ოპერაციას გაიკეთებს და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
რეაბილიტაციის პროცესისთვის ტიმი დაუბრუნდება საკუთარ კლუბს. "ჯორდების" კარის დარაჯი კი ფრედი ბუდმენი გახდება, რომელიც "ნიუკასლმა" დააბრუნა "კოურლი თაუნიდან", სადაც განათხოვრებული იყო.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.