FCI.ge
FCI.ge
ლევანდოვსკიმ ჰილის რეკორდი გაიმეორა |
პოლონეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მორიგი რეკორდის თანამფლობელი გახდა.
27 წლის ფორვარდმა, ირლანდიასთან ფინალის ტოლფას შეხვედრაში, გადამწყვეტი ბურთი გაიტანა თავით და გაუფორმა პოლონეთის ნაკრებს საფრანგეთის საგზური.
ვარშავაში, პოლონელებმა 2:1 იმარჯვეს და რობერტმა თავისი მე–13 გოლი გაიტანა ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რითიც დავიდ ჰილის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც ევრო 2008–ს შესარჩევ ციკლში 13 ბურთი შეაგდო, რაც საუკეთესო შედეგია.
ახლა, ჩრ.ირლანდიელი ჰილი იყოფს პირველ ადგილს ლევანდოვსკისთან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ რობერტმა ამისათვის მხოლოდ ცხრა მატჩი გამოიყენა, ჰილმა კი – 12.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.