FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ლიოვი: ბოქსიორის როლში ვიყავით

12-10-2015
4 კომენტარი

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იახიმ ლიოვი არ არის კმაყოფილი საკუთარი გუნდის ბოლო დროინდელი თამაშებით, მაგრამ უშუალოდ დღევანდელ შეხვედრაზე საუბრისას საქართველოს ნაკრებზე ბევრი არაფერი უთქვამს.

 

ლაიფციგში, ჩვენმა ბიჭებმა ნამდვილი ბრძოლა შესთავაზეს "ბუნდესნაკრებს", რომელმაც საბოლოოდ მაქს კრუზეს გოლით იმარჯვა 2:1 და პირველი ადგილი მოიპოვა ჯგუფში.

 

"ამ მომენტისთვის, ბოქსიორის როლს ვასრულებთ. უბრალოდ ვაყრით მუშტებს მოწინააღმდეგეს, მაგრამ ვერაფრით ვერ ვაგდებთ დაბლა.

 

მოვიგეთ ჯგუფი და შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები, მაგრამ არ ვარ კმაყოფილი ბოლო ორი თვით. იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის ხარისხი დავიბრუნოთ, ბევრი მუშაობაა საჭირო. თუმცა, წინ კიდევ გრძელი გზაა ფინალურ ეტაპამდე და გვაქვს დრო რეაბილიტაციისათვის.

 

ტაქტიკური თვალსაზრისით, რამდენიმე ასპექტი უნდა გამოვასწოროთ. სათამაშო სტილი რათქმაუნდა არ შეიცვლება, მაგრამ არის რაღაცეები, არც უნდა განისაჯოს. გრძელი გადაცემები საჯარიმოში არ არის ჩვენი სტილი, უკეთესია საგოლე ეპიზოდების კომბინაციებით შექმნა.

 

თუმცა, საფრანგეთში შევხვდებით გუნდებს, რომლებიც შემოგვიტევენ და არა მხოლოდ დაიცავენ თავს, როგორც ჩვენი ბოლო მეტოქეები", – განაცხადა ლიოვმა.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1444599971_2292740_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi