FCI.ge
FCI.ge
დე ბიაზი: ეს უდიდესი წარმატებაა |
ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი დე ბიაზიმ ისაუბრა მისი გუნდის გასაოცარ წარმატებასა და მიღწევაზე.
დღეს, ალბანელებმა სტუმრად 3:0 გაანადგურეს სომხეთის ნაკრები, 14 ქულა მოიპოვეს საბოლოო ჯამში და მეორე ადგილით პირდაპირ მოხვდნენ ევრო 2016–ს ფინალურ ეტაპზე.
რათქმაუნდა, ალბანეთი ისტორიაში პირველად იასპარეზებს დიდ საერთაშორისო ტურნირზე და ეს ამ ქვეყნისთვის ნამდვილი სასწაულია, იტალიელმა სპეციალისტმა შეუძლებელი შეძლო.
"ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს უდიდესი მიღწევაა. მოხარული ვარ, რადგან ევრო 2016–ს ბილეთები მოვიპოვეთ. სიმართლე გითხრათ, სომხეთთან თამაშის შედეგს არ აქვს მნიშვნელობა.
მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, სამი ქულის აღება და ჯგუფში მეორე პოზიციის მოპოვება. სომხეთმა კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით. ყოველი მოგება გვაბედნიერებს, მაგრამ ეს ყველაზე ფასეულია", – განაცახდა დე ბიაზიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.