FCI.ge
FCI.ge
სტეკელენბურგი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს |
"საუთჰემპტონის" მეკარე მარტინ სტეკელენბურგი გამოიძახეს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში ტიმ კრულის სერიოზული ტრავმის გამო.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2016–ს შესარჩევი ციკლის ბოლო თამაშების წინ დაიმტვრა იასპერ სილესენი, ყაზახეთთან შეხვედრაში კი კრულმა ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა მუხლზე და ექვსიდან–რვა თვეს გამოტოვებს.
"ნარინჯისფერთა" სამწვრთნელო შტაბმა, დენი ბლინდის მეთაურობით, ბანაკში სტეკელენბურგს უხმო მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი კარის დარაჯი არ არის იდეალურ ფორმაში. ადრე, "ფეინოორდის" გოლკიპერი კენეტ ვერმეერი გამოიძახეს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები ხვალ უმასპინძლებს ჩეხეთს და აუცილებლად უნდა მოიგოს. თუმცა, პარალელურად თურქები უნდა დამარცხდნენ შინ უმოტივაციო ისლანდიასთან.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.