FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

გერმანიის ბუნდესლიგა: 17 ოქტომბრის მატჩების პრევიუ

17-10-2015
1 კომენტარი

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის დღეს გაგრძელდება. გუშინ, "დ.ბორუსიამ" 2:0 მოუგო "მაინცს" და მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა. დღეს ბევრ ლიდერს ვიხილავთ საქმეში, ძალიან საინტერესო დაპირისპირება გაიმართება ველტინს–არენაზე, ბრემენში კი მიუნხენის "ბაიერნი" ჩავა და იქნებ "მწვანეებმა" მაინც შეაჩერონ პეპ გვარდიოლას მანქანა.

 

აუგსბურგი Vs დარმშტადტი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, IX ტური

თარიღი: 17:30 საათი, 17 ოქტომბერი

სტადიონი: WWK არენა, აუგსბურგი

მთავარი მსაჯი: საშა შტეგერმანი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

აუგსბურგი: ჰიტცი – ვერჰაეგი, კალსენ–ბრაკერი, კლავანი, ფოილნერი – ბაიერი, კორი, ალტინტოფი – ესვაინი, ბობადილია, ტობიას ვერნერი.

 

ტრავმირებულნი არიან: –

საეჭვოა: კონსტანტინოს სტაფილიდისი, საშა მიოლდერსი.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

დარმშტადტი: მატენია – გარიკსი, სულუ, კალდიროლა, ჟუნიორ დიასი – ნიმაიერი, გონდორფი – ჰელერი, ზალერი, რაუში – ვაგნერი.

 

ტრავმირებულნი არიან: პატრიკ პლატინსი.

საეჭვოა: პეტერ ნიმაიერი.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "აუგსბურგმა" ახალი სეზონი სამი საშინაო მარცხით დაიწყო, როდესაც გასულ სეზონში მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდა შინ.
  • "დარმშტადტს" კი გასვლაზე ჯერ არ წაუგია: ორი ფრე და მოგება.
  • "აუგსბურგი" და "დარმშტადტი" ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს რეგიონალლიგაში, ხუთჯერ იმარჯვა "აუგსბურგმა" და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ვოლფსბურგი Vs ჰოფენჰაიმი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, IX ტური

თარიღი: 17:30 საათი, 17 ოქტომბერი

სტადიონი: ვოლფსვაგენ არენა, ვოლფსბურგი

მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

დიტერ ჰეკინგის გუნდი საკმაოდ ცუდი შედეგებით გავიდა სანაკრებო პაუზაზე და იმედია ამ ორი კვირის განმავლობაში გერმანელმა სპეციალისტმა მოახერხა ბიჭების გონს მოყვანა. ალიანს არენაზე შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ, "ვოლფსბურგმა" საკუთარ მოედანზე ვერ მოუგო "ჰანოვერს" და ამას მოჰყვა უშანსოდ წაგება ბორუსია პარკზე – 0:2. "მ.ბორუსიასთან" შეხვედრაში გააძევეს მოედნიდან ჰეკინგი, რომელიც გაუბრაზდა გვერდით მსაჯს. როგორც ჩანს, ერთი შეხედვით საკმაოდ გაწონასწორებული და დინჯი პიროვნებაც გამოვიდა მწყობილებიდან, რაც პირველ რიგში მისი გუნდის სუსტი ასპარეზობის გამოძახილია. ახლა, გერმანიის ვიცე–ჩემპიონი მეცხრე ადგილზეა 12 ქულით და იმედია მოახერხებს საკუთარი პოზიციების დაბრუნებას. ჯერ კვლავ ადაპტაციის პროცესშია ანდრე შურლე, ვერც დრაქსლერი ბრწყინავს და "მგლების" შეტევითი პოტენციალი მეტწილად დანიელ კალიჯურის ინდივიდუალიზმით შემოიფარგლება. გერმანელი ვინგერი შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან ნაყოფიერადაც მოქმედებს. გარდა ამისა, უმატებს მაქს კრუზე და გუნდის ერთ–ერთ ლიდერად ყალიბდება. წინა ტურში, ჰეკინგმა რატომღაც დაასვენა დანტე და ძირითადში ტიმ კლოზე დააყენა, რომელიც ძალიან ცუდი იყო. ახლა კი, გამოცდილი ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დაუბრუნდება თავის ადგილს. ლაზარეთში მხოლოდ ახალგაზრდა რობინ კნოხეა. ვიერინია ნელ–ნელა დგება მწყობრში, მაგრამ პორტუგალიელის მინდორზე გასვლა ნაადრევია.

 

დორტმუნდის "ბორუსიასთან" გაგორებულ ფრეს, მოჰყვა სეზონში პირველი გამარჯვება სტუმრად "აუგსბურგთან", წინა ტურში კი "ჰოფემ" 2:2 ითამაშა საკუთარ მოედანზე "შტუტგარტთან" და ძალიან დასანანი გამარჯვება გაუშვა ხელიდან ბოლო წუთებზე. ედუ ვარგასი შესაშნინავად მეორგო ბუნდესლიგას, "სოფლელების" წამყვანი მოთამაშე გახდა მოკლე პერიოდში და დაიწყო გოლების შეგდება, ასისტების გაკეთება. ჩილელი საკმაოდ ტექნიკურია, "ჰოფენჰაიმის" სათამაშო სტილს მარტივად შეეგუა და ჯერჯერობით იდეალურად ეწყობა კევინ ფოლანდს. თავისმხრივ, გერმანელი შემტევი "ჰოფეს" მთავარი ფიგურა და გოლეადორია. მარკუს გისდოლი კარგი სპეციალისტია და რათქმაუნდა შეუნარჩუნებს საკუთარ სახეს "ჰოფენჰაიმს", რომლის მიზანიც ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა იქნება. შემადგენლობა მშვენიერია, უბრალოდ ბიჭებს შეთამაშება და სტაბილურობა აკლიათ, რაც აუცილებლად მოვა დროთა განმავლობაში. ჰამადი და ჰერდლინგი ვერ ეხმარებიან საკუთარ გუნდს, რაც არ წარმოადგენს პრობლემას გისდოლისთვის.

 

"ჰოფენჰაიმი" შედის ფორმაში და კარგ ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ "ვოლფსბურგი" ფავორიტია და ეცდება გააგრძელოს საკუთარი დაუმარცხებელი სერია ვოლფსვაგენ არენაზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ვოლფსბურგი: ბენალიო – ტრეში, ნალდო, დანტე, რ.როდრიგესი – გუსტავო – კალიჯური, კრუზე, დრაქსლერი, შურლე – დოსტი.

 

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი – კადერაბეკი, ზიულე, ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი – რუდი, შვეგლერი, პოლანსკი – შმიდი, ედუ ვარგასი, ფოლანდი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ვოლფსბურგს" 26 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს ვოლფსვაგენ არენაზე ბუნდესლიგაში, რაც საკლუბო რეკორდია!
  • "ჰოფენჰაიმმა" ერთადერთი გამარჯვება ამ სეზონში სტუმრად მოიპოვა "აუგსბურგთან" 3:1. ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი ბუნდესლიგაში, ამ გუნდს სამი წელია არ მოუგია.
  • ანდრე შურლეს ცხრიდან ცხრა თამაში აქვს მოგებული "ჰოფეს" წინააღმდეგ ბუნდესლიგაში.
  • ამ გუნდების ბოლო ათი დაპირისპირებიდან ბუნდესლიგაში, ოთხი თამაში მოიგო "ვოლფსბურგმა", ოთხი "სოფლელებმა" მოიგეს და ორი ფრედ დასრულდა.
  • ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორიას უგოლო ფრე არ ახსოვს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ჰამბურგი Vs ბაიერი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, IX ტური

თარიღი: 17:30 საათი, 17 ოქტომბერი

სტადიონი: იმტეჩ არენა, ჰამბურგი

მთავარი მსაჯი: ტობიას ველცი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

სეზონის ომახიანად დაწყების შემდეგ, "ჰამბურგმა" ბოლო ტურებში მოუკლო, შედეგიანობა ძალიან შემცირდა და "დინოზავრებმა" ჯერ "შალკესთან" წააგეს შინ 0:1, რასაც მოჰყვა განადგურება ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე – 0:3. მიუხედავად ამისა, ბრუნო ლაბადიამ მაინც კარგად დაიწყო და ვერავინ იტყვის აუგს მის კოლექტივზე, რომელიც ჯერჯერობით მე–11 ადგილზეა ათი ქულით. დაცვის ხაზს ლაბადია არ ცვლის და პრინციპში ამის მიზეზი არც ჰქონდა თავიდან, მაგრამ ახლა უკვე სერიოზული პრობლემა გაჩნდა სპაიჩსა და ჯურუს შორის, ორივეს აკლია დონე, მაგრამ გამოცდილებაც ვეღარ ეხმარებათ. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე მომენტით მსჯელობა არ ღირს, ამიტომ ბრუნო სავარაუდოდ ამ თანდემს არ დაშლის. საინტერესოა როგორ დაკომპლექტდება შემტევი ტრიო, მოსალოდნელია ივო ილიჩევიჩის დაბრუნება ძირითადში, ის ძალიან კარგი იყო საწყის ტურებში. "დინოზავრებს" მხოლოდ გოიკო კაჩარი აკლიათ, მაგრამ არაუშავს. გამომდინარე იქიდან, რომ მარსელო დიასი გვიან დაბრუნდა საერთაშორისო პაუზიდან, მის ადგილს ნახევარდაცვის ცენტრში უნივერსალური ლიუის ჰოლტბი დაიკავებს. თავდასხმაში რათქმაუნდა პიერ–მიშელ ლასოგა იქნება, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი.

 

ზედიზედ ორი მშრალი გამარჯვების შემდეგ ბუნდესლიგაში, ლევერკუზენის "ბაიერმა" კამპ ნოუზე იბრძოლა ღირსეულად, პირველ ტაიმში დაჩაგრა "ბარსელონა" და საბოლოოდ მაინც წააგო. მიუხედავად ამისა, როჯერ შმიდტი ძალიან ამაყი და ბედნიერი იყო. თუმცა, "აუგსბურგთან" თამაშმა ცოტათი გაუფუჭა განწყობა "ფარმაცეპტებს", რადგან მათ დაკარგეს ორი ქულა, როდესაც ჰაკან ჩალჰანოღლუმ პენალტი გააფუჭა და ვერ მოუტანა მორიგი გამარჯვება საკუთარ გუნდს. "ბაიერი" ნელ–ნელა უახლოვდება ოთხეულს და ახლა 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა. შმიდტს ძირითადი პრობლემები დაცვაში აქვს, რადგან დამტვრეულია მარჯვენა მცველი რობერტო ჰილბერტი, რომელიც წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს, აგრეთვე დისკვალიფიკაცია აიკიდა ვენდელმა და მას სავარაუდოდ სებასტიან ბონიში შეცვლის. აგრეთვე, ლარს ბენდერმა მიიღო ბარძაყი დაზიანება ვარჯიშზე და მას სავარაუდოდ ბრაზილიელი რომალიო შეცვლის. ჩარლზ არანგისი ისევ ლაზარეთშია.

 

ლევერკუზენის "ბაიერი" ფავორიტია და ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად, მაგრამ "ჰამბურგი" არაპროგნოზირებადი გუნდია, რომელიც საკუთარ კედლებში კარგად გამოიყურება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰამბურგი: დრობნი – დიკმაიერი, ჯურუ, სპაიჩი, ოსტრჩოლეკი – ეკდალი, ჰოლტბი – ნ.მიულერი, ჰანტი, ილიჩევიჩი – ლასოგა.

 

ბაიერი: ლენო – დონატი, ტა, კირიაკოსი, ბონიში – კრამერი, რომალიო – კამპლი, ჩალჰანოღლუ, ბელარაბი – ჩიჩარიტო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბრუნო ლაბადიას დაბრუნების შემდეგ, "ჰამბურგმა" პირველად წააგო ზედიზედ ორი თამაში ბუნდესლიგაში.
  • ზოგადად, ლაბადიას ხელმძღვანელობით, "დინოზავრებს" არასოდეს წაუგიათ მიჯრით სამი შეხვედრა ეროვნულ ჩემპიონატში.
  • სეზონის პირველ ოთხ შეხვედრაში, "ჰამბურგმა" შვიდი გოლი გაიტანა, ბოლო ოთხში კი – ერთი.
  • ლაბადიას შვიდი თამაშიდან არცერთი არ მოუგია ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ, სამწვრთნელო კარიერაში.
  • "ბაიერის" ბოლო სამი თამაში გასვლაზე ბუნდესლიგის ეგიდით, დასრულდა ანგარიშით 3:0, ორჯერ დამარცხდნენ "ფარმაცეპტები" და ერთხელ იმარჯვეს.
  • "ბაიერს" ბოლო ორი თამაში აქვს წაგებული იმტეჩ არენაზე ბუნდესლიგაში.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

შალკე Vs ჰერტა

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, IX ტური

თარიღი: 17:30 საათი, 17 ოქტომბერი

სტადიონი: ველტინს–არენა, გელზენკინხენი

მთავარი მსაჯი: მარკო ფრიტცი

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

ფანტასტიკური გამარჯვებათა სერიის შედმეგ, რომელიც მოიცავდა ყველა ტურნირზე ექვს თამაშს, "შალკემ" სენსაციურად 0:3 წააგო ველტინს–არენაზე "კიოლნთან" წინა ტურში და სანაკრებო პაუზაზე ხასიათ გაფუჭებული გავიდა. გელზენკინხელებმა ძალიან სუსტად ითამაშეს და საბოლოოდ დამარცხდნენ. ახლა, "შალკე" მესამე ადგილზეა 16 ქულით და ანდრე ბრაიტენრაიტერის მუშაობით საწყის ეტაპზე კმაყოფილი უნდა იყვნენ ქომაგები. "შალკე" შემტევ ფეხბურთს თამაშობს, გააქვს გოლები და საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება დაცვაში. ერთი თამაშის გამო არ ღირს დასკვნების გაკეთება და "ლურჯების" უფსკრულში გადაჩეხვა. დღეს, გელზეკინხენურ კლუბს საკმაოდ კარგი გამოცდა ექნება, რადგან "ჰერტა" მშვენიერი მეტოქეა. ბრაიტენრაიტერის შეგირდები ჯერჯერობით კარგად გამოდიან, ვნახოთ როგორ გაგრძელდება ამ უნიჭიერესი მოთამაშეების ბრძოლა. თავდასხმაში პრობლემები არის, რადგან ჰუნტელაარისა და დი სანტოს დუეტი საწყის ეტაპზე აშკარად არ შედგა. წამყვან როლზე ახალგაზრდა ლეროი სანე და მაქს მაიერი არიან, რომელთაც ლეონ გორეცკა ეხმარება მშვენივრად. "შალკეს" დაუბრუნდა კაპიტანი და დაცვის ლიდერი ბენედიკტ ჰიოვედესი, მაგრამ გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა და ჰიოგერი ისევ ტრავმირებულნი არიან.

 

ბერლინის "ჰერტა" შესანიშნავ ფორმაშია – ბოლო ხუთ ტურში 10 ქულა, რვა გატანილი გოლი და ჯერჯერობით მეოთხე პოზიცია. პალ დარდაის საკმაოდ სიმპათიური კოლექტივი ჰყავს, რომელსაც ძალიან მოუხდა ვედად იბიშევიჩის ტრანსფერი. გამოცდილი ბოსნიელი როგორც იქნა მოვიდა აზრზე და ბოლო სამ მატჩში ოთხი გოლის გატანა მოახერხა. წინა ტურში, "ჰერტამ" 3:0 გაანადგურა "ჰამბურგი", დუბლი გაიფორმა ვედადმა, მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა იაპონელმა ჰარაგუჩიმ, სოლომონ კალუც კარგი იყო და შეუდარებელია ბოლო თამაშებში კაპიტანი ლუსტენბერგერი. შვეიცარიელი მოქმედებს ცენტრალური მცველის პოზიციაზე და უბრალოდ იდეალურია. სამწუხაროდ, საკადრო პრობლემები ბევრია, წინა ტურში კიდევ შტარკი დაიმტვრა და სავარაუდოდ დაცვაში ჰეგელერი იმოქმედებს. შტარკის გარდა, ლაზარეთში არიან: კრაფტი, პეკარიკი, ბრუკსი, ალაგუი, ბენ–ჰატირა, ბეერენსი და შიბერი. საეჭვოა სებასტიან ლანგკამპის თამაშიც. ძალიან კარგად მოერგო დედაქალაქურ კლუბს ნიჭიერი გერმანელი მიტჩელ ვაიზერი, ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე დიდებულია. აგრეთვე, კარგად დაბრუნდა ტრავმის შემდეგ თოლგა ჩიგერჩი, რომელმაც შტოკერი ამოაგდო ძირითადიდან და არც ბაომიოჰანის დაბრუნება დავივიწყოთ. ურთულესი ტრავმის შემდეგ, ერთ დროს "ჰერტას" ხერხემალი ბოლო სამ ტურში შევიდა შეცვლაზე, ორჯერ მიითვალა ანგარიშზე საგოლე პასი და ისიც ნელ–ნელა აკრეფს ოპტიმალურ კონდინციებს. ამ სეზონშ, დარდაის კარგი კოლექტივი ჰყავს.

 

"შალკესა" და "ჰერტას" შორის სანახაობრივი, საინტერესო თამაში უნდა შედეგს, სადაც ფავორიტი მაინც ბრაიტენრაიტერის გუნდია, მაგრამ ეს "ჰერტა" არაფერს დათმობს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

შალკე: ფიარმანი – კაიჩარა, ჰიოვედესი, ჟოელ მატიპი, აოგო – ლეროი სანე, გორეცკა, გაისი, მაქს მაიერი – დი სანტო, ჰუნტელაარი.

 

ჰერტა: იარსტეინი – ვაიზერი, ჰეგელერი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდტი – სკელბრედი, დარიდა – ჰარაგუჩი, ჩიგერჩი, კალუ – იბიშევიჩი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ამ გუნდების ბოლო 13 დაპირისპირებიდან, "ჰერტამ" მხოლოდ ორი ქულა აიღო, თანაც ორივე სახლში და მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა.
  • ბოლოს, როდესაც "ჰერტამ" გელზენკინხენური კლუბი დაამარცხა (2:0 2006 წლის 17 სექტემბერს), პალ დარდაი ბერლინელთა მოთამაშე იყო.
  • ვედად იბიშევიჩმა, "ჰერტას" მაისურით ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.
  • "შალკეს" ზედიზედ შვიდი მატჩი აქვს მოგებული მშრალად საკუთარ მოედანზე, "ჰერტას" წინააღმდეგ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ვერდერი Vs ბაიერნი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, IX ტური

თარიღი: 17:30 საათი, 17 ოქტომბერი

სტადიონი: ვეზერშტადიონი, ბრემენი

მთავარი მსაჯი: კრისტიან დინგერტი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2

 

ვიქტორ სკრიპნიკის ხელმძღვანელობით, ბრემენული კლუბი პირველად აღმოჩნდა ასეთ სერიოზულ კრიზისში – ზედიზედ ოთხი წაგება ბუნდესლიგაში და უკვე მე–14 პოზიცია მხოლოდ შვიდი ქულის ფონზე. გაუჭირდა "ვერდერს" შეტევაში, თანაც ძალიან და ეს მხოლოდ ენტონი უჯას ბრალი არ არის, ნიგერიელი ძალიან ბევრს ცდილობს, მაგრამ არ ჰყავს პარტნიორები. რატომღაც მოუკლო ზლატკო იუნუზოვიჩმა, ავსტრიელი იდეალური გადაცემებით ამარაგებდა ხოლმე შემტევებს, მას ფინ ბარტელსიც უბამდა მხარს, მაგრამ ახლა ფანტაზია აკლიათ. გარდა ამისა, ვერაფრით ვერ დაალაგა მდგომარეობა დაცვაში სკრიპნიკმა. იან ვესტერგორი კარგი იყო თავიდან, მაგრამ ეს სეზონი არც ისე კარგად დაიწყო. ნახევარდაცვის ცენტრში, ძალიან კარგად გამოიყურება გუნდის კაპიტანი და ლეგენდა კლემენს ფრიტცი, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. "ვერდერს" კვლავ ვერ ეხმარებიან რაფაელ ვოლფი და ილდირიმი, საეჭვოა ამერიკელი ფორვარდის, იოჰანსონის თამაშიც. ახლა, "ბრემენელ მუსიკოსებს" რთული პერიოდი აქვთ, უკრაინელი სპეციალისტი ძალიან მონდომებულია, მაგრამ აუცილებლად უნდა იღონოს რამე, ასე გაგრძელება სავალალო შედეგს გამოიღებს.

 

ორი აზრი არ არსებობს, რომ ახალ სეზონში საუკეთესო ფეხბურთს მიუნხენის "ბაიერნი" თამაშობს. პეპ გვარდიოლას გუნდი უბრალოდ შეუჩერებელია, არანორმალურია, ზეძლიერია, კომპლიმენტების მოძებნაც კი რთულია, სიტყვები არ არის საკმარისი უბრალოდ...რვიდან რვა მოგება ბუნდესლიგაში, 28 გატანილი გოლი და მხოლოდ ოთხი გაშვებულია – ეს საუკეთესო სტარტია გერმანული ფეხბურთის ისტორიაში. ზაგრების "დინამოს" გაცამტვერების შემდეგ, "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსია" მიიღო და ტუჰელის გუნდს პირველი, ძალიან მწარე მარცხი აგემა ამ სეზონში – 5:1, ვერც "ყვითლებმა" გააჩერეს ეს გასაოცარი მანქანა. მორიგი ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა დუგლას კოსტამ, იდეალური იყო ჟერომ ბოატენგი, ბრწყინვალე ტომას მიულერი და მარიო გიოტცე, საუკეთესო კი – რობერტ ლევანდოვსკი. ბოლო ოთხ თამაშში, პოლონელმა 11 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე და პლიუს ამას კიდევ ორი სანაკრებო თამაშების დროს. ლევანდოვსკი საუცხოო ფორმაშია, უბრალოდ დაფრინავს და ვნახოთ როგორ გააგრძელებს. ფაქტია, რომ ამ "ბაიერნს" არანაერი ხარვეზი არ აქვს, გუნდი გასაოცარ ფორმაშია, მაგრამ როგორც წესი მიუნხენელები ასეც იწყებენ ხოლმე, განსაკუთრებით გვარდიოლას ხელმძღვანელობით. მთავარია რა შედეგი იქნება სეზონის ბოლოს, ჯერ ყველაფერი იდეალურად არის. სამწუხაროდ, ირლანდიასთან თამაშის დროს მარიო გიოტცე დაიმტვრა, საზარდულის კუნთი გაიწყვიტა და გამოტოვებს სამ თვეს. არადა, მარიო კარგ ფორმაში იყო და დასანანი დაზიანება მიიღო. ჰოლგერ ბადშტუბერი დაუბრუნდა ვარჯიშებს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იქნება განაცხადში, სამაგიეროდ არიენ რობენი შესაძლოა იყოს სათადარიგო სკამზე. გიოტცეს და ჰოლგერის გარდა, "ბაიერნს" უეჭველად დააკლდება კირჰხოფი, როდე, ბენატია და რიბერი. 

 

თავის დროზე, ეს იქნება ტურის ცენტრალური მატჩი, სეზონის ერთ–ერთი მთავარი დაპირისპირება, მაგრამ ახლა "ბაიერნი" უდავო ფავორიტია და "ვერდერი" ეცდება სასწაული მოახდინოს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ვერდერი: ვიდვალდი – გებრე სელასიე, გალვესი, ვესტერგორი, ს.გარსია – ფრიტცი, ბრაგფრედე – ბარტელსი, იუნუზოვიჩი, უ.გარსია – უჯა.

 

ბაიერნი: ნოიერი – რაფინია, ბოატენგი, მარტინესი, ალაბა – ალონსო, ლამი, ტიაგო – მიულერი, ლევანდოვსკი, დუგლას კოსტა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მიუნხენის "ბაიერნმა" რვა ტურის შედეგად ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა და ახლა შესაძლოა გახდეს პირველი კლუბი, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატს ცხრა მოგებით დაიწყებს.
  • ბრემენის "ვედერმა" ზედიზედ ოთხი თამაში პირველად წააგო ბუნდესლიგაში 2012 წლის გაზაფხულის შემდეგ.
  • პირველ რვა ტურში, ბრემენელებმა მხოლოდ შვიდი გოლი გაიტანეს, რაც პირველად მოხდა 41 წლის განმავლობაში (1974/75 წლების სეზონში საერთოდ ოთხი შეაგდეს).
  • "ვერდერის" კაპიტანი კლემენს ფრიტცი 250–ე თამაშისთვის ემზადება ბუნდესლიგაში.
  • მიუნხენის "ბაიერნს" ზედიზედ ათი თამაში აქვს მოგებული "ვერდერის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე, აქედან ცხრა ბუნდესლიგაში, ბურთების შეფარდებით – 41:6!
  • ბოლო ხუთი შეხვედრა ბუნდესლიგაში ამ გუნდებს შორის, "რეკორდმაისტერის" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა (6:1, 7:0, 5:2, 6:0 და 4:0).

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

აინტრახტი Vs მ.ბორუსია

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, IX ტური

თარიღი: 20:30 საათი, 17 ოქტომბერი

სტადიონი: კომერცბანკ–არენა, ფრანკფურტი

მთავარი მსაჯი: ფელიქს მაიერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

აინტრახტი: ჰრადეცკი – იგნიოვსკი, რუსი, აბრაჰამი, ოშიპკა – აიგნერი, რეინარცი, შტენდრეა – ა.მაიერი – კასტაინოსი, სეფეროვიჩი.

 

ტრავმირებულნი არიან: ანდერსონ ბამბა, სონი კიტელი.

საეჭვოა: 

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

მ.ბორუსია: ზომერი – კორბი, კრისტენსენი, ალვარო დომინგესი, ვენდტი – ტრაორე, დაუდი, ნორდტვეიტი, ფაბიან ჯონსონი – შტინდლი, რაფაელი.

 

ტრავმირებულნი არიან: მარტინ შტრანცლი, მარვინ შულცი, პატრიკ ჰერმანი.

საეჭვოა: გრანიტ ჯაკა.

დისკვალიფიკაცირებულნი არიან: 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ანდრე შუბერტი პირველი მწვრთნელია "მ.ბორუსიას" ისტორიაში, რომელმაც ბუნდესლიგაში პირველი სამი თამაში მოიგო.
  • პირველ ოთხ თამაშში, "აინტრახტმა" 12 გოლი გაიტანა 48 ზუსტი დარტყმიდან, ბოლო ოთხ მატჩში კი ამდენივე ზუსტი დარტყმიდან მხოლოდ ერთი გაეხვია ბადეში.
  • "არწივებს" ბოლო სამი თამაში არ წაუგიათ "მ.ბორუსიას" წინააღმდეგ ბუნდესლიგაში: ორი მოგება და ფრე.

 

გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 12 0
2 პიერ–ემერიკ ობამეიანგი  დ.ბორუსია 10 3
3 ტომას მიულერი ბაიერნი 8
4 იუნეს მალი მაინცი 6
5 ენტონი მოდესტე კიოლნი 6 2

https://www.fci.ge/uploads/germany-bundesliga.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi