FCI.ge
FCI.ge
კლოპი: კმაყოფილი ვარ შედეგით |
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, შეაფასა თავისი სადებიუტო მატჩი ინგლისის პრემიერ ლიგაში.
ვაით ჰართ ლეინზე, მერსესაიდულმა გრანდმა ვერაფერი გააწყო და საბოლოოდ უგოლო ფრეს დასჯერდა. გერმანელი სპეციალისტი ასე თუ ისე მაინც კმაყოფილია.
"კმაყოფილი ვარ შედეგით, რადგან ბევრი პოზიტიური რამ ვნახე. პირველი ოცი წუთის განმავლობაში ძალიან კარგ პრესინგს ვანხორციელებდით და ვიყავით საკმაოდ აგრესიულები.
უფრო ძლიერები გავხდებით. როდესაც ვიღებდით ბურთს, ცოტათი ვღელავდი, რადგან ამ მომენტებში პუსლი სწრაფად ცემდა.
პროგრესი აუცილებელია, მაგრამ ახალ ფეხბურთელებთან ერთად სამდღიანი მუშაობის შემდეგ, სავსებით კმაყოფილი ვარ", – განაცხადა კლოპმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.