FCI.ge
FCI.ge
ბენიტესი: რეალი სწორ გზაზე დგას |
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა შეაფასა საკუთარი გუნდის მორიგი გამარჯვება ლა ლიგაში.
პრიმერა დივიზიონის მერვე ტურის ეგიდით, "სამეფო კლუბმა" 3:0 გაანადგურა შინ "ლევანტე". გოლები მარსელოს, კრიშტიანო რონალდოს და ხესე როდრიგესის ანგარიშზეა.
"ხესემ დღეს სწორედ ის ფეხბურთი აჩვენა, რომელსაც მისგან ველით. მან მუდმივად ასე უნდა იმოქმედოს მინდორზე.
კრიშტიანო რონალდოს უნდა აეღო პასუხისმგებლობა გუნდის შეტევებზე და ინერციით აეყოლია გუნდი, რაც იდეალურად გამოუვიდა.
დაგვიბრუნდება თუ არა ბენზემა "პსჟ"–სთან თამაშისთვის? ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მითხრა, რომ უკეთ გრძნობს თავს. ვნახოთ რა მოხდება.
ახლა, "რეალი" არის გუნდი, რომელსაც ბევრი გააქვს, ცოტას უშვებს და ქმნის ბევრ საგოლე მომენტს. სწორ გზაზე ვართ", – განაცხადა გამოცდილმა ესპანელმა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.