FCI.ge
FCI.ge
მოურინიო: ძალიან სოლიდურად ვიასპარეზეთ |
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ძალიან კმაყოფილია საკუთარი გუნდის დღევანდელი, ნანატრი გამარჯვებით.
სანაკრებო პაუზის შემდეგ, "არისტოკრატებმა" დიეგო კოსტას დუბლით 2:0 მოუგოს სტემფორდზე "ასტონ ვილას" და პირველად იმარჯვეს ლონდონური დერბის შემდეგ პრემიერ ლიგაში.
"ვფიქრობ, რომ ეს იყო თამაში, რომელიც დაგვიბრუნებს თავდაჯერებულობას და ნდობას ერთმანეთისადმი. როდესაც კარგავ რწმენას, კლებულობს თამაშის დონე და გუნდურობის კოეფიციენტი, რაც კარგად ვიცით.
ამის შესახებ გვქონდა ნალაპარაკები. გავიმარჯვეთ მუშაობის, სრული კონცენტრაციისა და კარგი აგრესიის წყალობით – ტაქტიკურადაც გამართულები ვიყავით. საკმაოდ სოლიდურად ვიასპარეზეთ", – განაცხადა პორტუგალიელმა თავკაცმა.
ახლა, "ჩელსის" 11 ქულა აქვს ცხრა ტურის შემდეგ და ათით ჩამორჩება ლიდერ "მანჩესტერ სიტის".
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.