FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ვან გაალი: სიმშვიდეა საჭირო

17-10-2015
0 კომენტარი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი საკმაოდ გახარებულია გუდისონ პარკზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით, მაგრამ მოუწოდებს საკუთარ ბიჭებს სიმშვიდისკენ.

 

"წითელი ეშმაკები" სანაკრებო შესვენებაზე "არსენალთან" 0:3 წაგებით გავიდნენ, დღეს კი ამავე ანგარიშით იმარჯვეს გასვლაზე "ევერტონთან". მორგან შნეიდერლინმა, ანდერ ერერამ და უეინ რუნიმ მშვენიერი ბურთები შეაგდეს.

 

"ძალიან ამაყი ვარ ჩემი მოთამაშეებით. მხოლოდ ქებას იმსახურებენ. ასეთი გამარჯვების მოსაპოვებლად იღბალიც საჭიროა, მაგრამ სამივე გოლი ფანტასტიკურ სტილში გავიტანეთ და საკმაოდ ბედნიერი ვარ.

 

ეს მხოლოდ ერთი მატჩია ისევე როგორც, "არსენალთან" თამაში იყო ერთი მატჩი. სწორედ ამიტომ, სიმშვიდეა საჭირო და მუშაობის გაგრძელება", – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

 

ამ გამარჯვების წყალობით, მანკუნიანელებმა 19 ქულა დააგროვეს და ლიდერ "სიტის" მხოლოდ ორით ჩამორჩებიან.

https://fci.ge/uploads/posts/2015-10/1445107625_van-gali.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi