FCI.ge
FCI.ge
პელეგრინი: დარწმუნებული ვარ, სტერლინგი უფრო მეტ გოლს გაიტანს |
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ძალიან კმაყოფილია საკუთარი გუნდის დღევანდელი გამარჯვებით.
"ცისფრებმა" ჯერ "ნიუკასლი" გაანადგურეს 6:1 ეტიჰადზე, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი უკვე "ბორნმუთი" გაცამტვერდა ამ სტადიონზე – 5:1. მატჩის მთავარი გმირი კი რაჰიმ სტერლინგი იყო, რომელმაც ჰეთ–რიქი გაიფორმა.
"ვფიქრობ, რომ რაჰიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამი გოლის გატანა. მან უნდა გააუმჯობესოს საკუთარი ბოლო დარტყმა და იმოქმედოს უფრო უკეთ, ისე, როგორც დღეს.
არ ვფიქრობ, რომ ის არის ნამდვილი ცენტრფორვარდი კუნის ან ბონის მსგავსად, მაგრამ ჩვენთან გადმოსვლის დღესაც ვთქვი და განვმეორდები, რომ დარწმუნებული ვარ, სტერლინგი უფრო მეტ გოლს გაიტანს, ვიდრე გასულ სეზონში "ლივერპულთან" ერთად.
ჯერ არ ვფიქრობ "სევილიასთან" თამაშზე, რადგან ეს გამარჯვება უნდა შევირგოთ. რათქმაუნდა, ჩვენი მიზანი ყოველი მომდევნო მატჩის მოგებაა.", – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.